მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ამის მიზეზი „ენგურჰესის“ ჯვრის წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელია.

როგორც იუწყებიან, სოხუმის ცენტრალურ რაიონებში, ასევე ოჩამჩირეში, გულრიფშის რაიონსა და პიცუნდაში ელექტროენერგია ღამის 02:00 საათიდან 04:00-მდე და დღის 15:00-17:00 საათამდე შეეზღუდებათ.

სოხუმის დასავლეთ ნაწილში და გუდაუთის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე გაგრის რაიონში, დენი ღამის 02-დან 04-მდე და საღამო 17:00-დან 19:00-მდე გაითიშება.

გუდაუთის დასავლეთ ნაწილში, ასევე გალის და ტყვარჩელის რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება ღამის 04:00-დან 06:00 საათამდე და საღამოს 19:00-დან 21:00 საათამდე.

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ დენის მოწოდება გრაფიკი შენარჩუნდება, ვიდრე ელექტროენერგიის დანაკლისი რუსეთიდან არ შეივსება. ამ საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...