მთავარისიახლეებისაზოგადოებამერის მოადგილეს კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში კონულტანტი ეყოლება

მერის მოადგილეს კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში კონულტანტი ეყოლება

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის კონსულტანტად კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში, მურმან ბუკია 2020 წლის 15 იანვრიდან შრომითი ხელშეკრულებით დაინიშნა. როგორც “ოდიშინიუსს” მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტისთის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სწორედ ამით არის განპირობებული ბუკიას დანიშვნა მერის მოადგილის კონსულტანტად.

“მურმან ბუკია წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისში, კერძო სექტორში, მათ შორის, დაზღვევის კომპანია „ქართუში“ ერთ-ერთი მიმართულების მენეჯერად. მას აქვს კერძო სექტორთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს ახალგაზრდული საკითხების განვითარება წარმოადგენს, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო , სპორტული მიმართულებების გაძლიერება და ამ მხრივ სხვადასხვა სექტორის ჩართულობის გაღრმავება. შესაბამისად, მურმან ბუკია კოორდინაციას გაუწევს კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით მომუშავე დონორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ-ებთან ურთიერთობას. ზუგდიდში იგეგმება უფრო ფართომასშტაბიანი, სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რათა გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა. ასევე, აშენდება თანამედროვე სტანდარტებით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალგაზრდული ცენტრი. თქვენ იცით, რომ 2019 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგა ღონისძიებების ჩატარების ახალი პრაქტიკა, პარასკევი, შაბათი და კვირა დღე დაიტვირთა სხვადასხვა შინაარსის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებით, რაც გახდა ნათელი მაგალითი იმისა, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ მეტი აუქტიურობა, მეტი ჩართულობა და სიახლეები. “- აცხადებენ მერიაში

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...