ხელისუფლება და საგულდაგულოდ მალავს დასავლეთიდან მიღებულ წერილებს და მიმწყვდეულ მელასავით ხუჭავს თვალს, იქნებ მესიზმრებოდესო

0
385

დღეს პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელზედაც მოუწოდა ხელისუფლებას გაასაჯაროოს წერილი, რომელიც მან ამერიკის სენატისგან, ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო. ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებას ამისთვის დროს დღის ბოლომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ ამ კომუნიკაციას თავად გაასაჯაროებენ, რათა ხალხმა იცოდეს, რეალურად რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საზოგადოება.

“რას ნიშნავს ეს უპრეცედენტო კომუნიკაცია ვაშინგტონიდან? ეს ნიშნავს ორ რამეს, ერთი, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ატარებს ქვეყანაში რუსულ ინტერესებს და ეს ხდება პირველად, ჩვენი სახელმწიფოს თანამედროვე ისტორიაში და მეორე – ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები და საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში, ისევე როგორც ევროპაში, ელიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს. სწორედ ამიტომ ყველა კომუნიკაციაში არის მითითება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე – შეცვალოს საარჩევნო სისტემა და მისცეს შესაძლებლობა ქართველ ხალხს დემოკრატიული, პროპორციული არჩევნების გზით გაუკეთოს ფორმირება შემდეგ ხელისუფლებას,” – ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება შემდეგ მოლაპარაკებებზე არ აღმოჩნდება მზად, რომ შეასრულოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაცემული დაპირება, უნდა მოემზადონ სანციქბისათვის.

“მე მინდა მივმართო ახლა ბიძინა ივანიშვილს, გახარიას, წულუკიანს და ყველა ე.წ ამბოხებულ მაჟორიტარს, არჩევანი, რომლის წინაშეც დღეს თქვენ დგახართ არის ძალიან ნათელი და ეს არჩევანი არ არის წერილს და სიხარულს შორის, იმიტომ რომ წერილები უკვე ბევრი მიიღეთ, არცთუ სასიხარულო, არჩევანი არის, რომ თქვენ შემდეგ მოლაპარაკებებზე ოპოზიციასთან მოხვიდეთ იმ მზაობით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გახდეს სრულად პროპორციული, როგორც ეს იყო დაპირებული, ან მოემზადოთ იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს თქვენ დატოვებთ, არა უბრალოდ როგორც დამარცხებული პოლიტიკოსები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებიც იქნებიან სანქცირებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მიერ, რაც ნიშნავს თქვენი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, თქვენი საბანკო ანგარიშების და ქონების დაყადაღებას და ასევე შეზღუდვას თქვენი ოჯახის წევრებისთვის გადაადგილებაზე,” – ამბობს სამადაშვილი.

ბოლო პერიოდის განმავლობაში პრემიერმა გახარიამ უკვე რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო ამერიკელი კონგრესმენებისგან. გახარიას, კრიტიკული წერილი გუშინ აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთმა წევრიმა, ბრაიან ბაბინიმ გამოუგზავნა.

წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის უკუსვლასა და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსენმა კი გუშინ ტვიტერზე დაწერა:

“საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს, მიმართავს სისასტიკეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ერჩის იმ ამერიკულ ინვესტიციებს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!”

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ხელისფულებას აკრიტიკებენ და წერილებს უგზავნიან. 

რამდენიმე დღის წინ გახარიასთვის გამოგზავნილ წერილში, რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკაული შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც საუბრობენ, რაც მათივე განცხადებით, ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროვების შედეგია. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

წინა სტატიათურქეთში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი და ნგრევა
შემდეგი სტატია,,ბოტასის ქურდი ფარცხალაძე ბიუჯეტიდან მოპარულ 700 000 მილიონს სახლში მალავს” – აქცია ყოფილი პროკურორის სახლთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური