მთავარისიახლეებისამართალითბილისში ბეჟან გუნავა დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

თბილისში ბეჟან გუნავა დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

Published on

თბილისში ბეჟან გუნავა დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პირველ არხი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გუნავას დღეს 24 იანვარს საბურთალოზე ავტოავარია მოუვიდა – ავტომობილით სხვა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა,  და შემთხვევის ადგილი მიატოვა. მოგვიანებით კი მიბრუნდა და მძღოლს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მან წინააღმდეგობა გაუწია ადგილზე მყოფ პოლიციასაც, რის შედეგადაც ის დააკავეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გარდა ამისა, ბეჟან გუნავა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაჯარიმდა.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...