მთავარისიახლეებისაზოგადოებასარალიძე მართალი რომ იყოს, შიშველი ხელებით თვალებს დამთხრიდა - ბრალდებულ კალანდიას მამა

სარალიძე მართალი რომ იყოს, შიშველი ხელებით თვალებს დამთხრიდა – ბრალდებულ კალანდიას მამა

Published on

დედამიწის ზურგზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ჩემს შვილს ხელში დანა ეჭირა. სადაც დიდი ფულია, იქ ს„იმართლეა“. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჯანაშიას ბიძის, ნაკაიძის ნამოქმედარია, – ამის შესახებ მსჯავრდებული ლუკა კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს.

„ფაქტია, სარალიძე რაღაცით დააინტერესეს, რომ ჩვენზე იყვიროს. აქამდე არაფერი ჰქონდა ჩემს შვილზე, ახლა მოძებნეს ჯანაშია, ბარბაქაძე. შეჰპირდნენ საპროცესო გარიგებას, იმის სანაცვლოდ, რომ ჩემი შვილისთვის დაებრალებინათ, რომ ხელში რაღაც, დანისმაგვარი ეჭირა. ჯანაშიამ, რომელიც დანების კოლექციონერია, ვერ გაარკვია, დანა ეჭირა ჩემს შვილს, თუ რაღაცა. ეს არის კაცი, რომელსაც 200 დანა აქვს სახლში და იცის ყველა მწარმოებელი ფირმა და ბრენდი. უბრალოდ, ბავშვს სინდისმა შეაწუხა და ბოლომდე ვერ თქვა, დანა ეჭირაო და ამიტომ თქვა, დანის მაგვარიო. 

რაც ცკპდ-ს გამოძიება ჩაიბარა, მას შემდეგ აღმოჩნდა დანა, ფურცელზე დახატული რაღაც ტარი, ვიღაც არასრულწლოვნის მიერ დაჯღაბნილი, რომელიც დევს საქმეში და იმით ამტკიცებენ, რომ ჩემს შვილს ხელში რაღაც ეჭირა. დედამიწის ზურგზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ჩემს შვილს ხელში დანა ეჭირა. სადაც დიდი ფულია, იქ სიმართლეა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჯანაშიას ბიძის, ნაკაიძის ნამოქმედარია. 

გუშინდელი ჩემგან მიყენებული შეურაცხყოფის შემდეგ, ზაზა სარალიძე რომ მართალი ყოფილიყო, დღეს კი არ გაიქცეოდა, დამელოდებოდა და შიშველი ხელებით თვალებს დამთხრიდა და ყელს გამომჭამდა. მაგრამ, სანამ მე გარეთ გამოვიდოდი, კუდამოძუებული გაიცა. ზაზა სარალიძემ რეალურად იცის მისი შვილის მკვლელები ვინც არიან. საცოდავი ბავშვები დღეს ციხეში სხედან. იმ ბავშვებმა ბევრი იწვნიეს და დიდი ტვირთი აქვთ სატარებელი ცოდვის სახით. ვწუხვარ მათ გამო“, – ამბობს თენგიზ კალანდია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ, ხმაური იყო.

დაპირისპირება მიხეილ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში თენგიზ კალანდიასა და ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...