მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაურია თბილისის საკრებულოს შენობის გარეთ, ოპოზიცია დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას აპროტესტებს

ხმაურია თბილისის საკრებულოს შენობის გარეთ, ოპოზიცია დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას აპროტესტებს

Published on

ხმაურია თბილისის საკრებულოს შენობის გარეთ, სადაც ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები არიან მობილიზებულები. ადგილზე მრავლად არიან პოლიციელებიც.

ხელისუფლების ოპონენტები ოპოზიციონერ დეპუტატზე ლევან ხაბეიშვილზე თავადასხმას აპროტესტებენ და ინცინდენტში მონაწილე “ქართული ოცნების” წევრების დასჯას მოითხოვენ.
ამასთან ოპოზიციის წარმომადგენლებს საკრებულოში შესვლა სურთ, რათა გაარკვიონ რა მდგომარეობაშია ნაცემი ხაბეიშვილი, თუმცა, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა შენობის მთავარი შესასვლელის კარის საკეტი შეცვალეს. საკეტის შეცვლა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ლილე ლიპარტელიანის ხელში გასაღები აღმოჩნდა.

თქვენ ხართ ნაგავი, რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან და პარლამენტიდან უნდა გავიტანოთ, – ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საკრებულოში დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებაში მონაწილე პირებს.

გიგი უგულავა ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ საკრებულოში ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომელთაც დღეს დეპუტატს გაუსწორდნენ, „ქუჩის ბიჭები არიან“.

„ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა, პირდაპირ მინდა გითხრათ, თქვენ არ ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ნაგავი. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან უნდა გავიტანოთ. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ პარლამენტიდან. რაც უფრო დიდი ხანი დარჩება ეს ნაგავი, მით უფრო აყროლდება. აყროლდება ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე აყროლდა ალსან აბაშიძის რეჟიმი. ფურთხის და გინების ღირსია თითოეული ის ტურა, ვინც ათი ერთზე ჩხუბობს. უბრალოდ, მართლა დედათქვენებს რას ვერჩი, თორემ სათითაოდ ხართ მოსაკითხები, იმიტომ, რომ არ გესმით, რა არის დეპუტატი. არშემდგარი, ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭები ხართ. რამდენიმე თქვენგანი კალაძის პირდაპირი „შნირი“ ბრძანდებით. ეს არის დღეს, „ქართული ოცნების“ ხროვა თბილისის საკრებულოში“, – მიმართავს გიგი უგულავა ოცნების დეპუტატებს, მათ შორის მათ, ვინც უშუალიდ მონაწილეობდა ხაბეიშვილზე თავდასხმაში, ესენია დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...