ხაბეიშვილს საკრებულოში სვავების გუნდი და ტურების ხროვა მიესია – აცხადებს ოპოზიცია- ,,ორი წელია ხაბეიშვილი ცდილობს გაილახოს” – აცხადებს ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი

0
523

თბილისის საკრებულოში, კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ართული ოცნების წევრებმა სცემეს. საკრებულოში მყოფი დეპუტატის ლილე ლიპარტელიანის თქმით, ჩხუბი ქართული ოცნების დეპუტატმა, თარაშ შურღაიამ დაიწყო. ლიპარტელიანი ამბობს, რომ ამის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა.

თავად ლევან ხაბეიშვილი აცხადებს: ,,მათი სტილი ხომ არის ლაჩრობა, ზურგიდან მოპარვა, ერთ ადამიანს, ფაქტობრივად, რამდენიმე ქოცი სვავი დამესია, მაგრამ მე მინდა, ვუთხრა მათაც და საზოგადოებასაც, უკაცრავად, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი თვალი ან შუბლი არის პრობლემა, ძალიან ცდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მომერია ჯანით… ისიც უნდა ითქვას”  უკაცრავად, მაგრამ მე ჩემი ცხოვრება გადადებული მაქვს. ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები გადადებული მაქვს ბიძინა ივანშვილთან, კალაძესთან და ამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში… ერთი ერთზე ვერ მერევიან, მაგრამ ათნი მერევიან… ვერ წამაქციეს, ვერ წამაქცევენ… კალაძის დავალება იყო, მაჩვენეთ ეგ ბიჭი დაალურჯეთო. ესენი ლაჩრები არიან და შეასრულეს”, – ამბობს ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან – რატომ შემდგნენ წიხლებით, იცით? როგორ გავბედე და დავიცავი და ვთქვი, რომ დამლაგებლებს რომ 8 ლარი აქვთ ანაზღაურება დღეში და მონებად ამუშავებენ, ეს ერთერთი ტელევიზიის ეთერში როგორ მოვყევი. პოლიტიკური განცხადების გამო დამესხნენ თავს

დეპუტატის ცემას საკრებულოში ეხმაურებიან პოლიტიკოსები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველა იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, ვინც მათი პარტიის წევრს, ლევან ხაბეიშვილს, ფიზიკურად გაუსწორდა. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხაბეიშვილზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი.

“ქართულმა ოცნებამ მოახერხა და ეს შენობა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს თბილისელების ინტერესებს, გადააქცია კრიმინალების ბუდედ. აქ არის ქართული ოცნების კრიმინალური დაჯგუფება დაბუდებული, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ოპონენტებს.

ამდენი ადამიანი იყო საკრებულოში ქართული ოცნებიდან, ერთი იყო ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკური არგუმენტები რომ არ ჰქონდათ, ადგნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ეს არ მომხდარა სპონტანურად, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, რომელიც მზადდებოდა, რომ გასწორებოდნენ ჩვენი პარტიის ერთერთ ყველაზე აქტიურ წევრს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად

აბსოლუტურად ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც მონაწილეობდა ამ თავდასხმასა და ამ კრიმინალურ გარჩევაში” – თქვა უდუმაშვილმა.

,,ქართული ოცნება ტურების ხროვაა. ათი კაცი მიესიეთ ხაბეშვილს. სად გაიზარდეთ, რა დედამ გშობათ, ასეთი ლაჩრები. ან სად გიპოვათ ასე ერთნაირი ნაგვები ივანიშვილმა. ხაბეს არაფერი მოუვა და როგორც პარლამენტის შემოღობვით, მხოლოდ შიში ანახეთ, ეს ათი ერთზე თავდასხმაც მხოლოდ იმას ანახებს, რომ მუხლები გიკანკალებთ და ჩასვრილები ხართ. მოგიკითხავდაც კაცი, მაგრამ დედათქვენებს რას ვერჩი, შვილები რომ ჩმორები გამოუხვედით, ფუი. – აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემაზე.

სხვაგვარად ხედავს ამ ფაქტს ქართული ოცნების დეპუტატი საკრებულოში ბექა დავითულიანი: იჯდა ლევან ხაბეიშვილი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ ეთერში, თქვა სრულიად არასწორი რაღაცები, თითქოს დამლაგებლებისთვის ხელფასის მომატება შეგვიძლია ჩვენ და არ ვუმატებთ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას რა სახელფასო განაკვეთები ექნება შიგნით, ჩვენ ეს როგორ უნდა გავაკონტროლოთ, არ ვიცი. ამას მოაყოლა მერე, რომ უმრავლესობის ყველა წევრი არის იდიოტი, არაკაცი და უნამუსო, თუ რაღაც ასეთი. ამაზე დღეს მიუბრუნდა ერთერთი ჩვენი კოლეგა [თარაშ შურღაია] და უთხრა, რომ უნამუსო და ფარჩაკი თუ ვინმეა ამ საკრებულოში, პირველ რიგში, ეს თვითონაა. ამას მოყვა მერე შეხლა-შემოხლა და ჩხუბი. რაც მოხდა, მოხდა. ძალადობა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და სასურველი არავისთვისაა. 

მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ საკრებულო უნდა იყოს მუშტი-კრივის და დედის გინების ადგილი, უბრალოდ, დედის გინება დაიწყო ერთმა მხარემ და მეორე მხარისგან მოჰყვა მუშტი-კრივი. ჩემი აზრით, ორი წელია ხაბეიშვილი ცდილობს, რომ გაილახოს. ორი წელია აცხადებს იგი

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

წინა სტატია“ლელომ” ზუგდიდში რეგიონული ოფისი გახსნა [Video]
შემდეგი სტატიახმაურია თბილისის საკრებულოს შენობის გარეთ, ოპოზიცია დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას აპროტესტებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური