მთავარისიახლეებისაზოგადოებაარანაირად არ დამიტოვებია ქვეყანა იმის გამო რომ თითქოს რომელიმე სამართალდამცავ ორგანოსთვის თავი...

არანაირად არ დამიტოვებია ქვეყანა იმის გამო რომ თითქოს რომელიმე სამართალდამცავ ორგანოსთვის თავი ამერიდებინა – ლიბერთი ბანკის ყოფილი თანამშრომელი მიმართვას ავრცელებს

Published on

ზუგდიდში, დაკავებული ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მიცვალებულთა პენსიის მითვისებაზე დააკავეს, „ლიბერთი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის თანამშრომლები იყვნენ. რაც შეეხება ჯგუფის ხელმძღვანელს, ბაჩანა ჯაფარიძეს, ამბობს,რომ აღნიშნულ საქმესთან შემხებლობა არა აქვს და თანამდებობა გასული წლის ივნისის თვეში დატოვა. მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის გალშია გადასული და იქ იმალება, სიცრუეა.ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.:

“რამოდენიმე მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ვარ ქვეყნიდან გაქცეული , ვიმყოფები გალში და თითქოს ჩემი ოჯახის წევრის პოლიტიკური შეხედულების სარგებლობით მოხდა ჩემი ქვეყნის დატოვება. ეს არის ტყუილი. პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ იმ ფაქტის გამო რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში.დიდად პოსტების წერით არ გამოვირჩევი მაგრამ, ეხლა ის მომენტია როცა ეს აუცილებელია.
1) არანაირად არ დამიტოვებია ქვეყანა იმის გამო რომ თითქოს რომელიმე სამართალდამცავ ორგანოსთვის თავი ამერიდებინა ეს არის ტყუილი. ჩემთან მიმართებაში თუ რაიმე ტიპის შეკითხვები არსებობს მე მზად ვარ გავცე უწყებას ნებისმიერ კითხვაზე პასუხი.
2) დღესაც და მომავალშიც თუ იქნება საჭირო ნებისმიერ დროს ჩამოვალ ჩემს ქვეყანაში თუ ეს აუცილებელი გახდა.
3) ვცხოვრობ ევროპაში, მაქვს ოფიციალური სამსახური და წამოვედი სამუშაოდ ჩემი პირადი ვალდებულებების დაფარვის მიზნით როგორც ბევრი ჩვენგანი.
4) რაც შეეხება ფაქტს მეგობრებო ჩემთვისაც იმდენივეა ცნობილი ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიც ნებისმიერი თქვენგანისთვის.
5) ჩემს ოჯახის წევრებს ვთხოვ, იყავით მედიასთან კორექტულები, გაეცით ჩემი ადგილმდებარეობის შესახებ სწორი ინფორმაცია, მიეცით ჩემი კონტაქტი ვინც მოითხოვს ყველას.”- წერს ბაჩანა ჯაფარიძე ფეისბუკ-გვერდზე.

დაკავებულები სამსახურიდან ერთი წლის წინ, მაშინ დაითხოვეს, როდესაც აღნიშნულზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სიახლეები

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს. მან ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც...