მთავარისიახლეებისაზოგადოებაშარშან საქართველოს გზებზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 481 ადამიანი ემსხვერპლა, 22-ით...

შარშან საქართველოს გზებზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 481 ადამიანი ემსხვერპლა, 22-ით მეტი, ვიდრე წინა წელს

Published on

2019 წელს საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა, რაც, წინა წელთან შედარებით, 22-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

სტატისტიკური მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავდა 7921 ადამიანი, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 9047 იყო.

დაშავებულთა რიცხვთან ერთად, შემცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც: 2019 წელს გზებზე 5839 ავტოავარია მოხდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 6452 იყო.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...