მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში სპეცრაზმელებისთვის განკუთვნილ საკვებს და საწვავს მეთაურები იპარავენ

ზუგდიდში სპეცრაზმელებისთვის განკუთვნილ საკვებს და საწვავს მეთაურები იპარავენ

Published on

4 შვილის დედა ეკა ქირია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ყვება, რომ სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ კითხვები დასვა სპეცრაზმელებისთვის განკუთვნილი საკვების მოპარვასთან დაკავშირებით. ქირია ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებითაც დაემუქრნენ, თუ ხმას ამოიღებდა და რამეს იტყოდა.”ხორცი, კარტოფილი, ზეთი, ბოსტნეული, ყველაფერი, რაც განკუთვნილია ზუგდიდის სპეცრაზმელებისთვის, ნახევარი არ მიდის მათთან. საწყობიდან მაღალჩინოსნებს მიაქვთ, სპეცრაზმელებს კი ნარჩენებით”- აცხადებს ქირია. გარდა საკვებისა, ზუგდიდის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოში ანტისანიტარიის პრობლემაცაა. ეკა ქირია, რომელიც 4 წელი აქ დასუფთავების სამსახურში მუშაობდა, ამბობს, რომ სპეცრაზმელებს გაურეცხავი თეთრეულის მოხმარება უწევთ და არც შესაბამისი ტანსაცმელი აქვთ.”- განაცხადა ყოფილმა თანამშრომელმა. რაც შეეხება სამმართველოს თანამშრომლებს, ისინი კამერებთან საუბარს ერიდებიან.ანტისანიტარია და საკვების მოპარვა სამმართველოში ერთადერთი პრობლემა არ არის. აქ საწვავიც მოიპარეს, რის გამოც, პატაკის საფუძველზე 11-მა მძღოლმა სამსახური დატოვა, თუმცა მძღოლები ამ თემაზე ღიად არ საუბრობენ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა წიწავა აცხადებს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის, რადგან მისი თქმით, ამ თანამდებობაზე ახალი დანიშნულია, ხოლო პრობლემები, რომელზეც ყოფილი თანამშრომელი ღიად საუბრობს, მისი დირექტორობის პერიოდს არ ეხება.ზუგდიდის მეორე სამმართველოში არსებული პრობლემებით, სავარაუდოდ, გენერალური ინსპექცია უკვე დაინტერესდა

სიახლეები

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი...

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "მიმართვა ქართველ...

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...