მთავარისიახლეებისაზოგადოება,,წმენდაი'' საკვირველი'' - მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა

,,წმენდაი” საკვირველი” – მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა

Published on

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული. გამოცემული ბრძანება 20 იანვრით არის დათარიღებული.

„საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)“,-ნათქვამია ბრძანებაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ბრიფინგი ჩაინიშნება.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...