მთავარისიახლეებიპოლიტიკა“საერთაშორისო საზოგადოება მიშას ტექსტებით ლაპარაკობს'' - დიმიტრი ხუნდაძე

“საერთაშორისო საზოგადოება მიშას ტექსტებით ლაპარაკობს” – დიმიტრი ხუნდაძე

Published on

“ქართული ოცნების” წევრის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობს გამო “თითო-ოროლა” კონგრესმენები და ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ.

მისი თქმით, აშშ-ს ოფიციალური პოზიცია არ არის პროპორციული სისტემის შემოღება საქართველოში.

რაც შეეხება ევროპარლამენტში გამოთქმულ კრიტიკას ხუნდაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება “მიშას ტექსტების მწერალმა” რაფაელ გლუქსმანმა გააკრიტიკა.

“ჩვენ ყველას უნდა მოვუსმინოთ, იმ კონგრესმენებსაც, რომლებიც, არ უნდა გამოვრციხოთ, რომ შესაძლოა ცდებოდნენ. ამის მაგალითიც გვაქვს გახსოვთ, “იმედში” შეჭრა და შემდეგ განვითარებული მოვლენები განვითარდა, შემდეგ რამდენიმე კონგრესმენი გამოვიდა და თქვა, რომ მესაკუთრეს წაართვეს “იმედის” ტელეკომპანია და მერე თვითონ მოიხადეს ბოდიში, როცა ობიექტურ მესაკუთრეს -პატარკაციშვილს გადაეცა. თუმცა არც ის გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა, რომელიმე კონგრესმენს ჰქონდეს პირადი ინტერესი.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...