მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ქართული ოცნების'' ხელისუფლების კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სულ უფრო მწვავდება

“ქართული ოცნების” ხელისუფლების კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სულ უფრო მწვავდება

Published on

ქართული ოცნების” ხელისუფლების კრიტიკამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უკვე შეუქცევადი და პერმანენტული სახე მიიღო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდა მეორე კრიტიკული წერილი ამერიკის კონგრესიდან, მძალიან კრიტიკული განცხადება გააკეთა გუშინ ლიეტუვის პრეზიდენტმა, მწვავე კრიტიკის მოსმენა მოხდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპარლამენტში. 

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და ქრისტიან დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრმა მიხაელ გალერიმ დემოკრატიის წინააღმდეგ კულისებში თუ ღიად მიმდინარე პროცესებში დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება, რაზეც მან ევროპარლამენტის სხდომაზე რეინტეგრაციის მინისტრის ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავასადმი მიმართვაში ისაუბრა.

,,ყოველთვის უპირობო იქნება მხარდაჭერა თქვენი ევროპული ორიენტაციისადმი, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს თქვენი მხრიდან სიტყვის შესრულება და თქვენი მცდელობა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა მოგვყიდოთ ქართული ოცნების შიგნით შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი ხარისხის ნიშნად… არიან პარლამენტარები, ვინც თქვენი პარტია დატოვა და უმეტესობა მათგანი ჩემი საუკეთესო თანამოსაუბრე. გულწრფელები თუ იქნებით, განა ივანიშვილი მხოლოდ საჯაროდ არ ამბობდა, შეცვალეთო, კულისებში ისე მოაწყო, რომ ჩავარდნილიყო? და თანაც, ხელისუფლებაში დარჩენის აშკარა მიზნით. გთხოვთ, თუ ევროპელები ხართ, აღიარეთ, რომ ასე იყო.

ევროპარლამენტარმა (მწვანეებიდან), მარკეტა გრეგოროვმა, ასე მიმართა პარლამენტის ვიცესპიკერს, კახა კუჭავას:

ბატონი კუჭავასადმი ერთი კომენტარი და შეკითხვა მაქვს. იმედი მაქვს, რომ ჩემს შეკითხვასა და მოსაზრებას ობიექტურად ჩათვლით, რადგან მე ვიყავი იქ [საქართველოში] და ველაპარაკე ყველა მხარეს, პროსახელისუფლებო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავად დემონსტრანტებსაც. 

კომენტარი შემდეგია: მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დემონსტრანტებმა პარლამენტი ჩაკეტეს. პარლამენტი ჩაკეტა პარლამენტმა თბილისის ცნობილი კედლით. თუმცა, ეს მხოლოდ კომენტარია. 

მინდა, გკითხოთ: როდესაც თქვენ საუბრობთ, ევროპასა და ევროკავშირთან იმაზე ახლოს ყოფნაზე, ვიდრე ოდესმე, ქვეყანაში მყოფი პოლიტიკური პატიმრები ამაში დაგეთანხმებიან? 

ევროპარლამენტარი, ფრანგი სოციალისტების სიის პირველი ნომერი და სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრი რაფაელ გლუკსმანი:

,,ჩემი შეკითხვა დროში უცნაურ დამთხვევაზეა, ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ გამოძიებების დაწყებაზე. გაქვთ კრიზისი და გაქვთ გამოძიება ბატონი მელიას, ბატონი ბოკერიას და სხვა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, ვინც პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე, დაიწყო რა ხელახალი გამოძიება მათ წინააღმდეგ.

როგორც კი ბატონმა გვარამიამ განაცხადა, რომ ახალ ტელევიზიას ხსნის, მის წინააღმდეგ კვლავ დაიწყო გამოძიება. ამდენად, გვაქვს სერიოზული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პრობლემები როცა გაქვთ, გამოძიებებს იწყებთ.

ლიტველი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენე: ,,ევროპარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარია. არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს. მაინც რჩება წუხილი იმის თაობაზე, ჩააბარებს თუ არა მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ცუდი მოსასმენია ჩემთვის, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს და ჩივის ოპოზიციაზე. ეს არაა დემოკრატიის წესი. და თავდასხმები, რომლებსაც ვხედავთ, ოპოზიციაზე, არასამთავროებზე, მედიაზე, დემონსტრანტებზე, ვერ დაეხმარება საქართველოს იპოვოს მეტი მეგობარი ევროპარლამენტში, ვისაც დაარწმუნებთ, მხარი დაუჭიროს თქვენს ევროპულ გზას. ამის თქმა მინდოდა და გადაეცით ჩემი მოსაზრებები ჩემს მეგობრებს “ქართულ ოცნებაში”, მათ შორის თქვენს ლიდერს, ივანიშვილს. – მიმართავს იგი ქართული ოცნების წევრებს

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...