“კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტიკური ნაშრომისთვის” ევროკავშირის სპეციალური პრიზის ფინალისტი და სერთიფიკატის მფლობელი თამუნა შონია გახდა

0
719

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2019 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვა. 11 ფინალისტს შორის არის ტელე-რადიო კომპანია “ოდიშის” ჟურნალისტი, რადიო ოდიში + -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამუნა შონია, რომელსაც გადაეცა ევროკავშირის სპეციალური პრიზი “კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის”.
პრიზი წარმოადგინეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ქეით ფეარონმა.
ევროკავშირის 2019 წლის ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში კონკურსის დაჯილდოება მოხდა 7 კატეგორიაში: ბეჭდური მედია, ონლაინ და სამაუწყებლო მედია. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს დააწესა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. ის ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ეთიკური ნორმების დამკვიდრება ქართულ ჟურნალისტიკაში. პრიზების ჩამონათვალში არის, ასევე, სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში, რომელიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენასა და რომელიც ევროკავშირის სადამკვირებლო მისიამ დააწესა.

2019 წლის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ კატეგორიებია:
საუკეთესო სტატია ბეჭდურ და ონლაინ მედიაში
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში
საუკეთესო საგამოძიებო ნაშრომი ბეჭდურ, ონლაინ და სამაუწყებლო მედიაში
საუკეთესო ბლოგი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში, მოსაზრება თემაზე ბეჭდურ, სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში
ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში
საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ღირებულებებს

კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტიკური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში)
პირველი ექვსი კატეგორიის გამარჯვებულები მიიღებენ 1,250 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი ითვალისწინებს ლონდონში, ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას.

დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს, თბილისში გაიმართა.სულ კონკურსში 100 ჟურნალისტი მონაწილეობდა, ფინალში კი 11 გავიდა.

წინა სტატიამიჩუმათების მცდელობა ჩავარდა: ხელისუფლება იძულებული გახდა გაასაჯაროოს 4 ამერიკელი კონგრესმენის წერილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასადმი
შემდეგი სტატიადიზაინერმა სოფია ხარჩილავამ ზამთრის კოლექციის ჩვენება გამართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური