მთავარისიახლეებისამართალიდავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

Published on

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება. პროკურორ თორნიკე ნადირაძის ინფორმაციით, ჯანაშიამ მკვლელობა აღიარა.

პროკურორის განმარტებით, გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმსუბუქდება, თუმცა რამდენი წლით ჯერჯერობით უცნობია.

“ბრალდების მხარეს იგივე პოზიცია აქვს, რაც ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში, რომ გ.ბ-ც(გუგა ბარბაქაძე) მონაწილეობდა დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. რაც შეეხება გ.ჯ-ს(გიორგი ჯანაშია) მასთან ბრალდების მხარის მიერ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ადვოკატმა და მსჯავრდებულმა ერთობლივი განცხადებით მოგვმართეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმება გვთხოვეს. აღიარეს ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად ამის გათვალისწინებით მოხდა შეთანხმება. საუბარია უბრალოდ პროცესზე აღნიშნული საკითხის გაჟღერებაზე. შუამდგომლობას დააყენებს ბრალდების მხარე და შესაბამისად ვიშუამდგომლებთ სასამართლოს წინაშე, რომ განაჩენი სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანოს,” – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, დღეიდან მსჯავრდებული პირების საქმის განხილვას უზენაესი სასამართლო იწყებს. საქალაქო სასამართლომ გიორგი ჯანაშიას დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო 9 წელი, გუგა ბარბაქაძეს კი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის 10 წელი მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლომ კი სასჯელი კიდევ უფრო დაამძიმა და მოზარდებს თითო-თითო წელი დაუმატა. გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ორივე მხარემ გაასაჩივრა.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...