მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინას ბოსტანი შემოღობილია

ბიძინას ბოსტანი შემოღობილია

Published on

მოძრაობამ “სირცხვილია” პარლამენტის წინ მერიის მიერ დამონტაჟებულ ღობეზე წარწერა გააკეთა.

“ბიძინას ბოსტანი” – აწერია რკინის ღობეზე მიმაგრებულ მწვანე ქსოვილს.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში აქციები იმართებოდა, შემდეგ კი მერიამ კარვები აიღო და ატრაქციონები ჩადგა, დღეს დილიდან შემოღობილია.

,,პარლამენტის ღობეზე მოვისმინეთ კალაძის კიდევ ერთი განცხადება უტიფრობის და აბსურდული არგუმენტების მოშველიებით. ეს ღობე, წინა რკინის ჯებირების არ იყოს, არის ზუსტი სიმბოლო იმისი, რამხელა უფსკრულია ივანიშვილისა და მისი კლოუნების ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ამიტომ სიმბოლური ამბავია ეს და რაც შეეხება მშვიდობიან აქციებს, ჩატარდება რუსთაველის გამზირზე. კიდევ შემოღობონ, ორი ჯებირი დაარტყან, როგორც შუა საუკუნეებში იყო და წყალი დაასხან და ხიდი იყოს ასაწევი, რას ცვლის ეს, ეს ხომ აბსურდი და ბოდვაა  და აგონიის ნიშანია, კიდევ ერთი.  – აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის გარშემო შემოვლებულ ჯებირზე, რაც კახა კალაძემ იმით ახსნა, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...