მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკელი კონგრესმენები - "ქართული ოცნების" მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ პოლიტიკურმა ჩარევამ, ამერიკული...

ამერიკელი კონგრესმენები – “ქართული ოცნების” მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ პოლიტიკურმა ჩარევამ, ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისთვის ხელის შეშლა გამოიწვია

Published on

“ქართული ოცნების” მიერ აშშ-ის მხარდაჭერილ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისთვის ხელის შეშლა გამოიწვია, – ამის შესახებ ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ელიოტ ენგელის, გერი კონოლის და მაიკლ მაკკოლის წერილშია აღნიშნული.

როგორც კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილ წერილში აღნიშნავენ, სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს საქართველოში ამერიკული და ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, რადგან კომპანიების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც უარყოფითად აისახა მათ ბიზნეს საქმიანობაზე.

“1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ქართველი ხალხი მიისწრაფოდა დემოკრატიისა და დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობისკენ. ამასთანავე, მიუხედავად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მიცემული პირობებისა ბოლო დროის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ის თვალში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს საქართველოში ამერიკული და ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, რადგან კომპანიების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც უარყოფითად აისახა მათ ბიზნეს საქმიანობაზე.

ამასთანავე, “ქართული ოცნების” მიერ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისათვის ხელის შეშლა გამოიწვია. ამ მოვლენებმა შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ბიზნეს გარემოზე და შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები. შემცირებული უცხოური ინვესტიციები არამხოლოდ ქართველ ხალხსა და მათ იმედებს აზიანებს, არამედ ხელს უშლის დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას და აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს აქვს შესაძლებლობა აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელოვანი ჰაბი გახდეს, რაც საქართველოში ეკონომიკის ბუმს (აღმავლობას) გამოიწვევს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს”,- ნათქვამია წერილში.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...