მთავარისიახლეებისაზოგადოებაცოტნე გამსახურდიას ჯერ ისევ ძინავს. ვის და რას ხედავს იგი სიზმრებში...

ცოტნე გამსახურდიას ჯერ ისევ ძინავს. ვის და რას ხედავს იგი სიზმრებში და ვის ვერ ხედავს მასში ბევრი გულშემატკივარიც, ვისთვისაც იგი ზვიადის ვაჟია მხოლოდ

Published on

,ეს უნდა წაიკითხოთ. სულ სხვა ცოტნეს ნახავთ აქ.
მისი ფიქრებია აქ და მართლაც უსამართლობაა, რომ ასეთი სულის ადამიანი ახლა ჩუმადაა.
მჯერა, სულ მალე ფეხზეც დადგება, სიტყვასაც იტყვის, საქმესაც მიადევნებს. სიკეთის კეთება მაგან რო იცის, ისე უნდა. წაიკითხეთ.” – ასეთი კომენტარით გამოაქვეყნა მეგობარმა სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ჩანაწერი.
..
“ავედი ამ შუაღამით მთაწმინდაზე, ჩემი ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეზე.
ავედი მცხუნვარე და ხვითქგადავლილი. იქვე, პანთეონთან, საიდანღაც კოხტა ფისო გამომეგება. მომიახლოვდა, რაღაც წაიკნავლა რამდენიმეჯერ და ისევ ბნელში გაუჩინარდა. ბევრჯერ მითქვამს, ჩემში ამათი სულის ნაწილია; არ არსებობს, ახლომახლო კატა იყოს სადმე და ჩემთან არ მოვიდეს, არ გამომეცნაუროს. ეს ციცაც ალბათ ვაჟასთან იყო დაბადების დღის მისალოცად.


მივედი ჭიშკართან, დაკეტილია. შევყავი ხელი ჩუქურთმებში, ვერ გავაღე. ტყუილად ამოვედი? ეგრევე მიღება გამიჭირდა, კიდევ ვცადე, მაგრამ რაღა გზა მქონდა. გამოვედი პარაპეტთან და გადავხედე მძინარე ქალაქს.
არა უშავს, ფისო გადასცემს ვაჟას, რომ ვიყავი.


სადღაც განათდა, გრუხუნის ხმაც მოვიდა მალე. ჯანდაბას, არ დავდნები. ნელა, აუჩქარებლად დავიწყე ჩამოსვლა ბნელ ქვაფენილზე. წვიმაც უმატებს ნელნელა, ჭონქაძეზე რომ ჩამოვედი, უკვე კარგად, სერიოზულად მოდიოდა თქეში.


ალბათ, გავაჩერებ მანქანას. განა არ გამოჩნდა? ჩაიარა, არ გააჩერა. მერე მეორემ. მესამემ. არ ვიცი, უზით ვინმე, თუ ისე კატაობენ ეს შობელძაღლები? ათამდე ტაქსიმ ჩამიარა და არ გააჩერა. და მხოლოდ მერე მივხვდი: სამყარო ხომ განსაკუთრებით მუხთალია მაშინ, როდესაც გგონია, რომ რაღაც კეთილშობილურ, ქველ საქმეს, ან მისიას ემსახურები… ამიტომაც ლაჩრები და ბურჟუები მთელი ქვეყნისა საკუთარ თბილ უკანალზე ზრუნვას ამჯობინებენ.


აირია ერთმანეთში წვიმა და ოფლი. ჯიბეში ცხვირსახოციც კი დასველდა. მერე რა მოხდა, იმასაც ხომ აწვიმს საფლავში? ეგ კიდევ რა არის: იმათაც აწვიმთ, ვინც მინდორში გდია ახლა და ჯერ მიწის საბანიც არ აფარია… მე კი ცოტა ხანში ჩემს სასახლეში მივალ. თუმც ვინ იცის, რომელ სასახლეში სჯობს მისვლა ამაღამ? არც არავინ.


რა ვქნა, დავწერო? რატომ? ფაქტობრივად, არც არაფერი მოხდა. ვერც ვაჟა ვნახე, ვერც მამაჩემს დაველაპარაკე, ვერც ის გავიხსენეთ, ვაჟაზე რომ ვლაპარაკობდით ოდესღაც.
და აი, სახლში მოვსულვარ… მოვედი და წვიმაც შეწყდა. სამყაროს მუხთლობის ტიპიური სცენა გათამაშდა, ჟანრის ყველა კანონის დაცვით. შევედი სახლში, რა აზრი აქვს ჩემს შთაბეჭდილებებზე წერას, რამე აუცილებელი ან საჭირბოროტო იყოს მაინც სათქმელი? შევედი აბაზანაში და კედელზე მრავალფეხა დავინახე. აქ, ახლა, ამის მოკვლა, ხომ ვაჟას ღალატი იქნებოდა?


ხუმრობით რამდენიმე წვეთი წყალი შევასხი ხელით და დავჯექი წერად..”
.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...