მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა.'' -...

,,სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა.” – თეა წულუკიანი

Published on

“მე მინდა, ჩვენს ძვირფას დეპუტატებს, რომელთა წინაშეც ვარ, პირველ რიგში, ანგარიშვალდებული, ვუთხრა –  სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება, მე ასე მჯერა, გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და ის ჰუმანური პოლიტიკა, რაც ჩვენ შევძელით მოგვეტანა პენიტენციურ სისტემაში, გაგრძელდება, თითოეული ჩემი წინამორბედი მინისტრის დაწყებული, ბატონი სუბარის თაოსნობით და შემდეგ უკვე მე ვცდილობ ეს გავაგრძელო. რა თქმა უნდა იმ მშენებლობებს, რომლებსაც ჩვენ წელს ჩავუშვებთ, მომდევნო იუსტიციის მინისტრი გააგრძელებს. ჩემი მთავარი მიზანია, ვინც იქნება მომდევნო იუსტიციის მინისტრი და რა თქმა უნდა ეს იქნება ქართული ოცნებიდან, მე ასე მჯერა, ის შეძლებს ამ ყველაფერს დააშენოს უკეთესი რამ.” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენმა სპეციალური ანგარიში წარადგინა და მწვავედ გააკრიტიკა პენიტენციულ დაწესებულებებში ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პოლიტიკა

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...