რა პრეტენზიები აქვს წულუკიანს ომბუდსმენის მიმართ და რაში ემადლიერება მას

0
410

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტზე, სადაც ომბუდსმენმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, არაერთი პრეტენზია წაუყენა:

,,ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი პროგრესზე. ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი თანამშრომლის გაჭირვებაზე. თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება. არ ხართ ჩემი ომბუდსმენი. ახლახან მოვისმინე და ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის [ოხანაშვილი] მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც გახდით მათი ომბუდსმენიც. სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ ან პოლიციელი დაიცავით, ან დეპუტატი დაიცავით, ან მინისტრი დაიცავით, ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომლებსაც აფურთხებენ, ცემენ და წიხლებს ურტყამენ. ეს არ არის ამ ანგარიშში. 

,,ჩვენ ქუდის ტარების უფლებას, მათ შორის კაპიშონის, არ ვაძლევთ პატიმრებს. ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არამც თუ ციხეში.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს. 4 საათი რჩება ე.წ მონიტორინგის რეჟიმში. მე მოგიწოდებთ, მითხარით ამ ე.წ. მეჩაიეა თუ მეყავე მაყურებლის სახელი და გვარი, რომ დაისაჯოს” ”

,,მერვე დაწესებულებაში ბრძანდებოდით სახალხო დამცველების წარმომადგენლები და ისე როგორ გამოხვედით იქიდან, რომ ვერ დაინახეთ, რომ პატიმრები შრომობენ დიგიტალიზაციის პროექტზე, რომ უვადო პატიმრებმა, იქ სადაც ადრე იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი. ზოგს ეცინება ამაზე, რომ წამების ადგილას ბოსტანი რამ გაგაშენებინაო. დიახ, ჩვენ გავაშენეთ ბოსტანი და ამ ბოსტანში 73 უვადო პატიმარი მუშაობს.

ქალბატონო ნინო, ამ სამსახურს არ ჰქვია პენიტენციალური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და პენიტენციური სამსახური, ამიტომ გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთი ოფიციალური, მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ

“აქ ქალბატონმა თქვა, რომ კითხვებია და საჭიროა პასუხები გავცეთო. მეც მაქვს კითხვა. რატომ არ მოითხოვეთ, ვიდრე მე არ დამინახეთ მინისტრის პოზიციაზე, ამ კომიტეტში სუბკულტურის შესახებ საუბარი და სუბკულტურის შესახებ საკითხების განხილვა. ან მოითხოვეთ და არ დაგიკმაყოფილათ ქალბატონმა ეკა ბესელიამ, ეს არ მგონია. მე ვფიქრობ და მაქვს ეჭვი, რომ დღევანდელი განხილვა თქვენ მოითხოვეთ, რათა ჩემთვის პირადად დაგსვათ კითხვები და შეგექმნათ საზოგადოებაში აზრი, თითქოს რაღაც ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს. ხომ მაქვს უფლება მეგონოს, რომ თქვენ მე პიროვნულად მერჩით. თუმცა ვიცი, რომ ეს ასე არ არის”

თე წულუკიანმა ჩვეული ირონიით მადლობაც გადაუხადა ომბუდსმენს:

,,მე მადლობა მინდა გადავუხადო ომბუდსმენს, იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააფორმა საკითხი ისე, თითქოს საქართველოში თითქოს სუბკულტურა, ვითარცა ძველი დროის ურდო მაშინ შემოესია ქვეყანას, როცა მე შევიერთე, პენიტენციური სისტემა. მადლობა ამისთვის. მე მოლოდინი მქონდა, რომ საქართველოში საერთოდ სუბკულტურის გაჩენა და კრიმინალური მენტალიტეტის გაჩენა ჩემს სახელთან იქნებოდა დაკავშირებული. მადლობა რომ ეს ასე არ არის. პირდაპირ არის აღნიშნული ანგარიშში რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის დამახასიათებელი სენია. 

წინა სტატიასოფელ გუგუტიანთკარში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ
შემდეგი სტატიაჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური