მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომას გამართავს

0
656

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს, ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავს. ორგანიზაცია განიხილავს, გამოცხადდეს თუ არა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული განსაკუთრებული მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე“.

მედიის ინფორმაციით, ადამიანების რაოდენობამ, რომელთაც დადასტურებულად დაუდგინდათ ახალი ვირუსი, 218-ს შეადგენს. ვირუსის გავრცელება დადასტურდა ჩინეთის უდიდეს ქალაქებში, შანხაიში, პეკინსა და გუანდუნის პროვინციაში. დღეს, ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ვირუსის შედეგად მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა.

წინა სტატიაექსპერტები ჩორჩანა-პერევის მონაკვეთებზე არსებულ ვითარებას ოკუპაციის გაგრძელებად აფასებენ
შემდეგი სტატიაგუგუტიანთკარში მავთულხლართების ნაცვლად რკინის ინსტალაციებია აღმართული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური