მთავარისიახლეებიკულტურამაღალი მოდის ახალი ვარსკვლავი დემნა გვასალია ლეგენდარულ ფრანგ დიზაინერ ჟან პოლ გოტიეს...

მაღალი მოდის ახალი ვარსკვლავი დემნა გვასალია ლეგენდარულ ფრანგ დიზაინერ ჟან პოლ გოტიეს ჩაანაცვლებს

Published on

პარიზში მაღალი მოდის კვირეული იწყება.

ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი, ჟან პოლ გოტიე ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მიისი მომდევნო ჩვენება, რომელიც პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე 22 იანვარს გაიმართება, უკანასკნელიც იქნება. ახალი ჩვენებით გოტიე მოდაში მუშაობის 50 წელს აღნიშნავს და პოდიუმს სამუდამოდ დაემშვიდობება.

საკულტო დიზაინერი იუწყება, რომ მას კოლექციების წარდგენის ახალი კონცეფცია აქვს მოფიქრებული, რომელსაც მომავალში გაგვიმხელს, თუმცა მანამდე წინ 22 იანვარია , დღე, როდესაც მოდის ინდუსტრია ჟან პოლ გოტიეს 50 წლის იუბილეს იზეიმებს და ლეგენდარულ ფიგურას პოდიუმიდან გააცილებს.

გოტიეს გულშემატკივრებისთვის სიახლე ემოციური და გულდასაწყვეტია, თუმცა მოსალოდნელიც. 2014 წელს დიზაინერმა Ready-To-Wear ჩვენებების გამართვა შეწყვიტა. ცხადია, ჟან პოლის კარიერაში პოდიუმი უფრო და უფრო ნაკლებ როლს თამაშობდა, რაც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა

სანამ მოდის ინდუსტრია გოტიეს გადაწყვეტილებას მტკივნეულად იღებს, ოტ კუტიურში ახალი სახელი ჩნდება – დემნა გვასალიას ბალენსიაგა.

.,, წინ სკიაპარელის, დიორის, ირის ვან ჰერპენის და სხვა ცნობილი ბრენდების ჩვენებები გველის, მაგრამ ყველასგან ყურადღების გადმოტანა და სიახლეების ეპიცენტრში მოხვედრა ბალენსიაგას და მის ქართველ შემოქმედებით ხელმძღვანელს, დემნა გვასალიას ვანდოთ”, წერს ბალენსიაგას მოდის სახლი, რომელმაც დილით გაავრცელა სიახლე გოტიეს გადაწყვეტილების შესახებ

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...