მთავარისიახლეებიპოლიტიკაკომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ მინისტრსაც და სახალხო დამცველსაც მიკროფონები გაუთიშა

კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ მინისტრსაც და სახალხო დამცველსაც მიკროფონები გაუთიშა

Published on

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმინეს. ომბუდსმენის ანგარიშმა თეა წულუკიანი გააღიზიანა და საქმე მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებამდე მივიდა. კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მინისტრსაც და სახალხო დამცველსაც მიკროფონები გაუთიშა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სიტყვის გამოსვლისას თეა წულუკიანს მიმართა, რომ მინისტრის გასარჩევი არ არის, ომბუდსმენი  რას და როდის აკეთებს.

აღნიშნული განცახდებით ლომჯარია იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი “პატიმრებთან არ დადის”. “2018 წელს საპატიმროში ქალბატონი ნინო ბრძანდებოდა სულ 4ჯერ. თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი რომელიც უკვე მესამე წელია ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის” –

პასუხად ომბუდსმენმა განაცხადა, სახალხო დამცველმა უკეთესად იცის, როდის უნდა შევიდეს საპატიმროებში.

„სახალხო დამცველი სად შევა, ვის შეხვდება, როდის არ შევა, ეს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაა. მე მივესალმები იმას, რომ ასეთი მაღალი ინტერესი გაქვთ ჩემი საქმიანობის მიმართ, თუმცა, ქალბატონო თეა, გეტყვით, რომ ციხეებთან უშუალო ურთიერთობის მინიმუმ 10 – წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს დაახლოებით 20 – წლიანი და ჩვენ უფრო კარგად ვიცით, თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს უშუალოდ სახალხო დამცველი, რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს. ამას აქვს თავისი მიზნები, ახსნა, თუ სურვილი გექნებათ, შეგვიძლია არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია. ნებისმიერ შემთვხევაში ეს მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, ან მისი გასარჩევი, სახალხო დამცველი რას, როდის აკეთებს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები,“- განაცხადა ლომჯარიამ.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...