მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილის კლოუნი. უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად,...

“ივანიშვილის კლოუნი. უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ” – გიგა ბოკერია თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებებს აფასებს

Published on

“უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ,” – ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.  კომიტეტზე დღეს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს განიხილავდნენ. 

ბოკერიას თქმით, წულუკიანს ისიც არ გაუგია, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში სახალხო დამცველის ფუნქცია ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა არ არის. 

“საყვედურად წაუყენა ეს, სახალხო დამცველს, ჩვენს რეპუტაციას რატომ არ იცავო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ისაუბროს იუსტიციის მინისტრმა. იმის მაგივრად, რომ შეწუხებულიყო იმ პრობლემებით რაც იყო ამ მოხსენებაში და დისკუსია ჰქონოდა ამაზე, ისაუბრა იმაზე, როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობის და მისი მარჩენალის ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციას და გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე,” – ამბობს ბოკერია.

ბოკერიას თქმითვე, თუ წულუკიანი თვლიდა, რომ ჩაცმულობასთან დაკავშირებით პრობლემა იყო, ესეც მისი რეგულირების სფეროა და შეეძლო გამოეცა ამაზე ბრაძანება. 

“მაგალითად მიღებული არის მსოფლიოში, რომ ძალიან გამომწვევად ჩაცმა, სიშიშვლე არ არის მისაღები თუნდაც ვიზიტორებისთვის. ეს ნორმალური რეგულაციაა, ოღონდ ეს მისი ფუნქცია იყო.”

გიგა ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ წულუკიანში არ არის პრობლემა, მისი თქმით, პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც “ასეთი კლოუნები” მოიყვანა და აუცილებელია, რომ ეს ხალხი არჩევნების გზით ჩამოცილდეს ხელისუფლებას. 

“რაზე საუბრობს საერთოდ, ეს არის ფიგურა, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა, მთელი მუღამი ამ საქართველოს სავიზიტო ბარათის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კომფორტული ამბის, რომელმაც ჩვენ საბჭოთა ჭაობს დაგვაცილა იყო ის, რომ ყველაფერი ხდება ელექტრონულად და სწრაფად და ახლა ამ ბოლო პერიოდში ქაღალდების მიტანა გჭირდება, უკან დაგვწია ამ უვიცმა, უწიგნურმა და ბნელმა,” – ამბობს ბოკერია.

დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ციხეებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს განიხილავდნენ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს პრეტენზიებით მიმართა. 

“თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება. სად არის მაგალითი, რომ თქვენ ან პოლიციელი დაიცავით, ან დეპუტატი დაიცავით, ან მინისტრი დაიცავით, ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით” – მიმართა წულუკიანმა ომბუდსმენს. 

სიახლეები

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...

ვისაც დავალება არა აქვს, ყველასთან მზად ვართ… შედგეს პირველი დებატები – კობახიძე

-ინტერპრესნიუსი- მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები...

გიორგი ვაშაძის პატიმრობის ვადა ამოიწურა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდება. მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12...