მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, განიხუნეთ სამოსელი. დახეული ჯინსები, ბასკური ბერეტი - ასე ჩაცმულ...

,, განიხუნეთ სამოსელი. დახეული ჯინსები, ბასკური ბერეტი – ასე ჩაცმულ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში – თეა წულუკიანი სახალხო დამცველის წარმომადგენლის ვიზიტზე ციხეში

Published on

ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში, – ასე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ომბუდსმენს ნინო ლომჯარიას  მიმართა.

კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც „ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში“.

„ეს არის სახალხო დამცველის წრამომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში.

მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური, თუმცა მე მაქვს პრეტენზია, ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი, მასიური არ არის, მაგრამ არის პრობლემა. ასეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც სხვათაშორის დახეული ჯინსი აცვია და როცა თქვენ მსაყვედურობთ, შენ თანამშრომელს ფორმა არ ეცვა გეგუთშიო და ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება მიხვდე, რომ ჩვენ პატიმრებს ქუდის ტარების უფლებას, მათ შორის, „კაპიუშონის“, არ ვაძლევთ და ბასკური ბერეტით შეიძლება მიხვდე, მაგრამ ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს საკანში, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში,“- განაცხადა წულუკიანმა.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...