მთავარისიახლეებიპოლიტიკაექსპერტები ჩორჩანა-პერევის მონაკვეთებზე არსებულ ვითარებას ოკუპაციის გაგრძელებად აფასებენ

ექსპერტები ჩორჩანა-პერევის მონაკვეთებზე არსებულ ვითარებას ოკუპაციის გაგრძელებად აფასებენ

Published on

ექსპერტები ჩორჩანა-პერევის მონაკვეთებზე არსებულ ვითარებას ოკუპაციის გაგრძელებად აფასებენ. სპეციალისტების თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ გააკეთოს მწვავე განცხადებები და საქართველომ მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას. მათივე თქმით, აუცილებელია აქტიური მუშაობა დასავლელ პარტნიორებთან, რათა დაცული იყოს ადგილზე მცხოვრები ადამიანის უფლებები.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაიას თქმით, უცხოურ პარტნიორებთან მუშაობა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები არ დაირღვეს.

“გრძელდება ოკუპაცია, არ ერიდება რუსეთის ხელისუფლება ასეთი მძიმე ნაბიჯების გადადგმას და ამას სჭირდება რა თქმა უნდა მწვავე რეაქცია ჩვენი ხელისუფლების და აქტიური მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ერთად იმისთვის, რომ რაღაცნაირად ხელი შევუშალოთ რაც ხდება საქართველოს ტერიტორიებზე,” – აცხადებს კოტე ჩოკორაია.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი და ევროპული კვლევების დირექტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე არსებულ სიტუაციას საზოგადოებრივი პროტესტი უნდა დაუპირისპიროს.

“პროცესებში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მუდმივად საქმის კურსში. ამ ყველაფერს საქართველომ საზოგადოებრივი პროტესტი უნდა დაუპირისპიროს. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ჩუმად არის, როდესაც რუსეთის სანქცირებაზე საუბრობენ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები. პასიურობით და სტატუს კვოს შეგუებით არაფერი არ გამოვა, საჭიროა აქტიურობა,” – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...