მთავარისიახლეებიპოლიტიკაანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით მთავრობა ახალ ტენდერს შეცვლილი პირობებით გამოაცხადებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით მთავრობა ახალ ტენდერს შეცვლილი პირობებით გამოაცხადებს

Published on

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყდა, რად კონსორციუმს ვალდებულებების შესრულება შვიდჯერ გაუხანგრძლივდა, თუმცა ეს მაინც ვერ მოხერხდა.

„როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეწყდა ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. ეს მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში ჯამში შვიდჯერ გაუგრძელდა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა და ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხეს,დროულად დაეწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და შეეკრათ დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად ლოგიკური, რადგან ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამისი პროცედურები მალე დაიწყება.

„რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ეს იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, აღნიშნული ტენდერი წარმატებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს, ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება.

„რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურა საქართველოში ახლა იმდენად აქტუალურია, რომ „ეიპიემ ტერმინალსს“ და ფოთის პორტს ყოველთვის სურდათ, თავიანთი პროექტი განევითარებინათ, მაგრამ ამ ეტაპზე, კონცენტრაცია ანაკლიის პორტზეა. საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად  გაწყვიტა.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...