მთავარისიახლეებისამართალისამეგრელოს პოლიციამ სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავა

Published on

სამეგრელოს პოლიციამ სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი – 1969 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღო. პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...