მთავარისიახლეებიამერიკელი კონგრესმენის უმკაცრესი წერილი გახარიას

ამერიკელი კონგრესმენის უმკაცრესი წერილი გახარიას

Published on

ამერიკელი კოსნგრესმენმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა, რომელშიც საუბარია დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევაზე საქართველოს მთავრობის მხრიდან.

“როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ უკუსვლას ეხება” – წერს საკუთარ წერილში კონგრესმენი მარკუეინ მალინი

კონგრესმენი აღნიშნავს ასევე, რომ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები საქართველოში ექპროპრიაციას და შევიწროვებას განიცდიან. “ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ” – წერს საკუთარ წერილში კონგრესმენი მარკუეინ მალინი

კონგრესმენი წერილის ბოლოს საუბრობს სანქციების თაობაზე, რომლის საფრთხეც იზრდება საქართველოში განვითარებული ბოლო ნეგატიური მოვლენებიდან გამომდინარე

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...