მთავარისიახლეებისაზოგადოება,,არანაირი ფიზიკური დაცვა , კამერა და პოლიცია არ უშველის, თუ სამოქალაქო აქტივობა...

,,არანაირი ფიზიკური დაცვა , კამერა და პოლიცია არ უშველის, თუ სამოქალაქო აქტივობა და მხარდაჭერა არ იქნება” – აცხადებენ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში

Published on

ზუგდიდის “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” უფროსი ზვიად ქარჩავა ახალრეაბილიტურებულ ბარღში ბოლო პერიოდში მომხდარ ვანდალურ აქტებს ეხმაურება და თავის პირად ფეისბუქგვერდზე განაცხადებას ავრცელებს.

,,ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში დიდი ხანი ველოდით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას. როგორც იქნა შედგა პროექტი. 2წლის მანძილზე ბევრი კორექტირება განიცადა პროექტმა . იყო ბევრი მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, კომპრომისები, არ დათმობები, საბოლოოდ მივიღეთ შედეგი ის რაც გვაქვს. კიდევ ბერია გასაკეთებელი და დიდი შრომაა საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად როგორც ინტელექტუალური ასევე ფიზიკური.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მზად არის მიიღოს ნებისმიერი კომპეტენტური წინადადება რაც ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

არანაირი ფიზიკური დაცვა , კამერა და პოლიცია არ უშველის თუ სამოქალაქო აქტივობა და მხარდაჭერა არ ექნება ბოტანიკურ ბაღს. ყველა ერთად დავდგეთ და მოვინდომოთ რათა მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ის რაც დღემდე შემოგვრჩა. ნუ ვიქნებით გულგრილები ვანდალიზმის მიმართ! მხოლოდ ჩასაფრებით შედეგი არ დადგება! ერთად მოვუაროთ ბოტანიკურ ბაღს!” – წერს ზვიად ქარჩავა

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...