მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში დღეს თოვლ-ჭყაპს ელოდებიან

თბილისში დღეს თოვლ-ჭყაპს ელოდებიან

Published on

 თბილისში დღეს თოვლ-ჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,

დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

„დღეს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ველოდებით უმეტესად უნალექო ამინდს. რაც შეეხება დაბლობის ტემპერატურას, გვექნება 8-13 გრადუსის ფარგლებში, მთაში 3-8, ხოლო მაღალ მთაში 0-5 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ველოდებით მცირე თოვლს და ნისლს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამის სიჩქარით. ტემპერატურა ბარში და მთაში 2-7 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში გვექნება ზოგან -5 გრადუსი ყინვა.

რაც შეეხება დედაქალაქს, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია დილის საათებში მცირე თოვლ-ჭყაპი და ნისლი, იქროლებს სამხრეთ აღმოსავლეთის ქარი. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 გრადუსს მიაღწევს. მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება“,- აცხადებენ სინოპტიკოსები

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...