მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ ვერ მოხვდა ,,ლელო'' NDI - ის კვლევაში

რატომ ვერ მოხვდა ,,ლელო” NDI – ის კვლევაში

Published on

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რატომ ვერ მოხვდა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევაში პოლიტიკური გაერთიანება. 

მისი თქმით, როდესაც ოქტომბერში ეს კვლევა დაიგეგმა, ლელო ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მოძრაობა იყო და ამიტომ გაერთიანების თხოვნა იყო, რომ ამ გამოკვლევაში „ლელო“ არ ყოფილიყო ჩართული.

როგორც ცნობილია, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ყრილობა 22 დეკემბერს გაიმართა. 

„შემდგომ გამოკვლევაში „ლელო“ აუცილებლად ჩაერთვება. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიად (2019 წლის) 22 დეკემბერს დავრეგისტრირდით. ამიტომ ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ NDI-ს, რომ ამ ეტაპზე, რამდენადაც ნოემბერში არ ვიყავით პოლიტიკური პარტია, არ მომხდარიყო ჩვენი ჩართვა გამოკვლევებში. შემდგომ გამოკვლევაში, გაზაფხულისთვის, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით“ , – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება თავად კვლევას, ბადრი ჯაფარიძის თქმით, NDI-ის მეთოდიკა ძალიან პროფესიონალურია.

„გამოკვლევას აქვს თავის მიზანი, ის იკვლევს მოსახლეობაში განწყობებს, მას თავის ჩატარების მეთოდიკა აქვს, ეს არის ძალიან პროფესიონალურად მომზადებული და ჩატარებული გამოკვლევა. ამიტომ, მისი იგნორირება არის სრული უპასუხისმგებლობა. თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა გავითვალისწინოთ ის მოლოდინები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.

სიახლეები

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...