მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ირაკლი შოთაძე ფარავდა დანაშაულს, ანადგურებდა მტკიცებულებებს, ხელს აფარებდა პროკურატურის მაღალი...

,,ირაკლი შოთაძე ფარავდა დანაშაულს, ანადგურებდა მტკიცებულებებს, ხელს აფარებდა პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებს” – ახალგაზრდების საპროტესტო აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან

Published on

ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან სამოქალაქო მოძრაობამ „გაბედე” საპოტესტო აქცია გამართა. აქციის შემდეგ ისინი უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს შეხვდნენ და გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყოფილი გენპროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენაზე ისაუბრეს.

როგორც მოძრაობა „გაბედეს” წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტის რექტორს არგუმენტები არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარადგინა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შოთაძის კანდიდატურა, გარდა იმისა, რომ ის პატიოსანი სულის ადამიანია.

„მხოლოდ ის იყო არგუმენტი, რომ ეს ადამიანი არის პატიოსანი და სუფთა სულის პატრონი. ის, რომ საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში პირდაპირ ჩანს და პირდაპირ იკვეთება მისი სისხლის სამართლის ბრალეულობა, თუ როგორ ფარავდა იგი დანაშაულს, როგორ ანადგურებდა მტკიცებულებებს, როგორ აფარებდა ხელს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებს.

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირდაპირ მტკიცებულებების გამყალბებელი ადამიანი წარადგინა კანდიდატად და რექტორი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ასახელებს მას ამ კანდიდატურაზე, რომ ის არის პატიოსანი ადამიანი, როდესაც ყველანაირი საბუთი, წარსულში შოთაძის მოქმედებები აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყველებს. როდესაც ჩვენ ვუთხარით რექტორს, რომ ის სამწუხაროდ არის პოლიტიკურად მართული და მას არ ეკითხებიან რეალურად ვინ უნდა დაინიშნოს პროკურორად და იგი უბრალოდ არის გამოყენებული ინსტრუმენტად ამ შემთხვევაში, მან მოთმინება დაკარგა და დაიწყო ყვირილი“, – განაცხადა „გაბედეს” წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა.

თავის მხრივ უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა განმარტა, რომ შოთაძე კომპეტენტური კადრია და მას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ყველა ტიპის არჩევნებში, მათ შორის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე გუშინ წარადგინა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...