მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბათუმს ვეღარ მოგაგებინებთ, გინდა ლავასოღლი გამოიყვანოთ და გინდათ თეფში დაატრიალოთ ...

,,ბათუმს ვეღარ მოგაგებინებთ, გინდა ლავასოღლი გამოიყვანოთ და გინდათ თეფში დაატრიალოთ და სხვა კანონიერი ქურდების სული გამოიძახოთ” – გიგი უგულავას კომენტარი თურქული მედიის სკანდალურ ინფორმაციაზე

Published on

ინტერპოლით ძებნილი პირის, ტრაპზონში დაკავებული ქართველი კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ქართული მხარისთვის გადაცემის საქმეზე არაერთი მოთხოვნიის მიუხედავად ოფიციალურმა თბილისმა არ მოახდინა მისი ექსტრადირება. ამასთან, თებერვალში გადის კანონით გათვალისწინებული ვადა, რომლის შემდგომაც თურქეთის ხელისუფლება იძულებული იქნება დამნაშავე გაათავისუფლოს. – ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გაზეთი “საბაჰი” თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აქვეყნებს. სკანდალურ სტატიაში აღნიშნულია, რომ ლავასოღლი საპყრობილეს საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო ტოვებს.

ოპოზიციაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ლავასოღლისე
ექსტრადირებას საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს, რომ ის დასხვა კრიმმინალები არჩევნებზე ზეგავლენისთვის გამოიყენოს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ
” ქართულ ოცნებას” ლავასოღლის სერვისით ბევრჯერ უსარგებლია, ის პრაქტიკულად მისი პოლიტიკური პარტნიორია არცევნებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართულ ოცნებას არჩევნებზე უჭირს, და ხელი ხელს ბანს პრინციპით ლავასოღლისაც არაერთხელ უსარგებლია “ოცნების” ხელისუფლებით.

ეს კონკრეტული შემთხვევაც როგორც ჩანს ამ რიგისაა . პროკურატურამ შეიძლება თქვას, რომ უფროსი არავინ არის და მომკითხავი არავინ არ არის და სწორედ ამიტომ დავაგვიანეთ წერილზე პასუხიო. ფაქტია, ეს ადამიანი თებერვალში ციხიდან იმის გამო გამოვა, რომ ქართულმა მხარემ არ მოითხოვა მისი ექსტრადიცია. ბათუმს ვეღარ მოგაგებინებთ მეგობრებო, თქვენი დრო წასულია, გინდა ლავასოღლი გამოიყვანეთ და გინდათ თეფში დაატრიალეთ და სხვა კანონიერი ქურდების სული გამოიძახოთ, მაინც არაფერი გიშველით” – აცხადებს გიგი უგულავა.
 ბეჭდ

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...