მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩილ თალაკვაძე: უმრავლესობა მხარს დაუჭერს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას

არჩილ თალაკვაძე: უმრავლესობა მხარს დაუჭერს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას

Published on

ირაკლი შოთაძის საქმიანობის დროს საზოგადოებას არაერთი მნიშვნელოვანი საქმე ახსოვს, რომელიც გამოძიებული იყო ეფექტურად და დროულად, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან მაგალითად კონკერტული საქმეები მოიყვანა. 

„იყო კონკრეტული საქმეები, სადაც მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე. იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები და ის საქმეებიც, სადაც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი. ეს იყო ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობი; ორგანიზებულ დანაშაულის შემთხვევები; არაერთი დანაშაული, ნარკოტრეფიკინგის შემთხვევები, სადაც იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. პროკურატურა მისი ხელმძღვანელობით, ამ საქმეებს ჩემი აზრით, ეფექტურად ახორციელებდა, ებრძოდა ამ დანაშაულს.

რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, მაშინაც, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები მის მიმართ, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა არ არის ყველაზე მთავარი. სტატუსები არ არის ყველზე მთავარი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ბატონმა შოთაძემ მაშინაც ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, ვინც წარდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად. ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

16 იანვარს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარადგინეს. მას უვე ეჭირა ეს თანამდებობა, მაგრამ 2018 წლის მაისში გადადგა მას შემდეგ , რაც სასამართლოს განაჩენის თანახმად, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ორი ბრალდებულიდან დავით სარალიძის მკვლელობა არც ერთს არ დაუდასტურდა.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...