ანაკლიის პორტის გაურკვეველი მომავალი ( ,,ამერიკის ხმა”, 14 იანვარი)

0
579

მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო [ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის] პროექტს დაასრულებს. მისი განხორციელება გააძლიერებს საქართველოს კავშირს თავისუფალ ეკონომიკებთან და არ მისცემს საქართველოს საშუალებას მოექცეს რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს მაშინდელ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას. ამერიკის პირველმა დიპლომატმა, მკაფიო მესიჯით მოუწოდა თბილისს პორტის პროექტი არ შეეჩერებინა.

თუმცა, მიუხედავად ვაშინგტონის გზავნილისა, გასულ კვირას, საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პორტის მშენებლობის კონტრაქტი შეუჩერა, რაც ბევრის შეფასებით პროექტის ფაქტობრივ ჩავარდნას უდრის და მის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კითხვაზე, თუ როგორ აისახება ეს ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ეს არა მარტო ვაშინგტონის უკმაყოფილებას გამოიწვევს, არამედ ასევე უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე.

„ვაშინგტონი ამ ნაბიჯით უკმაყოფილო იქნება. ეს ერთპიროვნული გადაწვეტილებაა და ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მიუხედავად იმისა, თუ რა იყო ამ ნაბიჯის მიზეზი: ის რომ [ბიძინა] ივანიშვილი რუსეთს აწონებს თავს, ან უბრალოდ სურს პროექტის შეჩერება, ეს ცუდ მესიჯს უგზავნის ინვესტორებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ საქართველოში ნამდვილი ეკონომიკური რეფორმები და განვითარება იხილონ“, – ამბობს ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების ხელმღვანელი.

ჰერბსტის თქმით ამ საკითხს ამერიკის მთავრობა ქართველ პარტნიორებთან დააყენებს.

„ქართული ოცნების“ ოპონენტები გადაწვეტილებას ერთი ვერსიით რუსეთის ინტერესებს, მეორე ვერსიით კი “თი-ბი-სი ჰოლდინგის” თანადამფუძნებელთან, მამუკა ხაზარაძესთან დაპირისპირებას უკავშირებენ. თუმცა მთავრობა კონსორციუმისთვის კონტრაქტის შეჩერების მიზეზზე საუბრისას, ამბობს, რომ კონსორციუმმა „დაამტკიცა, რომ ვერ შეძლებს პროექტის განხორციელებას“.

ვაშინგტონი ამ ნაბიჯით უკმაყოფილო იქნება. ეს ერთპიროვნული გადაწვეტილებაა და ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მიუხედავად იმისა, თუ რა იყო ამ ნაბიჯის მიზეზი: ის რომ [ბიძინა] ივანიშვილი რუსეთს აწონებს თავს, ან უბრალოდ სურს პროექტის შეჩერება, ეს ცუდ მესიჯს უგზავნის ინვესტორებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ საქართველოში ნამდვილი ეკონომიკური რეფორმები და განვითარება იხილონ.ჯონ ჰერბსტი

“დღეის მდგომარეობით, ორ წელიწადზე მეტია, მრავალჯერ გადავადების მიუხედავად, კონსორციუმმა ვერ შეძლო საკუთარი ინვესტიციების მოზიდვა“, – განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ “ანაკლიის ეკონომიკური პროექტი ბოლომდე მიყვანილი იქნება”.

ცქიტიშვილისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ წევრს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას მიაჩნია, რომ გადაწვეტილების უკან „რუსული საფრთხის თავიდან აცილების“ პოლიტიკა დგას.

თუ გადაწვეტილების მიზეზი რუსული ფაქტორი, ან შიდა პოლიტიკური გათვლებია, ეს საკითხს „განსაკუთრებით პრობლემატურს“ ხდის, – ამბობს ჯონათან კაცი, „გერმანიის მარშალის ფონდიდან”.

„ანაკლია საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოების და დასავლელ პარტნიორებთან გაღრმავებული ინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტია. ეს პრიორიტეტული პროექტია თბილისის პარტნიორებისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, რომელთაც სურთ ხელი შეუწყონ პირდაპირი ინვესტიციების და ვაჭრობის გაზრდას საქართველოსთან. განსაკუთრებით პრობლემური იქნება, თუ ანაკლიის გარშემო გადაწვეტილება მიღებული იქნა კრემლის ზეწოლის საფუძველზე ან შიდა პოლიტიკური გათვლებიდან გამომდინარე, რადგან საქართველო საჭიროებს ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცებას“, – ამბობს ის.

„საქართველოს აქვს შესაშური პოზიცია, რომ იქცეს კონტინენტზე ვაჭრობის ფასილიტატორად. საქართველო უნდა ეცოდოს თავიდან აიცილოს დამაზიანებელი ქმედებები, რამაც შესაძლოა ინვესტორთა ინტერესი გაანელოს და ძალაუფლების გადამეტების შესახებ შეშფოთება გაზარდოს“, – ამბობს კაცი.

კაცის პოზიციას იზიარებენ სხვა მიმომხილველებიც ვაშინგტონში. ისინი პორტის რეგიონულ მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტი არა მხოლოდ საქართველოს არამედ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვისაც მომგებიანია. ამასთან, მათი თქმით, პორტის პროექტს, ვაშინგტონისთვის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. პომპეოს განცხადება, ამბობს კარნეგის ფონდის მკვლევარი პოლ სტრონსკი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ამ პროექტის მნიშვნელობაზე მიუთითებდა.

პომპეოს მიერ ამის აღნიშვნა აჩვენებს, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია შეერთებული შტატებისთვის, [პროექტში] ჩართული ამერიკელი ინვესტორებისთვის და საქართველოს იმიჯისთვის, როგორც დასავლისკენ მიმავალი, რეფორმატორი, უსაფრთხო ქვეყნისთვის ბიზნესის საკეთებლად“, – ამბობს სტრონსკი. „ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მიმართულება რუსული და ჩინური გეოპოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა და ამ პორტის ქონა, ამერიკელი ინვესტორებით, [ვაშინგტონისთვის] მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ის.ანაკლია საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოების და დასავლელ პარტნიორებთან გაღრმავებული ინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტია. ეს პრიორიტეტული პროექტია თბილისის პარტნიორებისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, რომელთაც სურთ ხელი შეუწყონ პირდაპირი ინვესტიციების და ვაჭრობის გაზრდას საქართველოსთან. განსაკუთრებით პრობლემური იქნება, თუ ანაკლიის გარშემო გადაწვეტილება მიღებული იქნა კრემლის ზეწოლის საფუძველზე ან შიდა პოლიტიკური გათვლებიდან გამომდინარე, რადგან საქართველო საჭიროებს ეკონომიკური მედგრობის გამტკიცებას.ჯონათან კაცი

სტრონსკის თქმით, რუსეთის ფაქტორზე უფრო მეტად, ის გადაწვეტილების უკან პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს.

„იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია. ეს ვნებს საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაციას, მის იმიჯს, როგორც ადგილის, საიდანაც რეგიონული ოპერაციები შეგიძლია განახორციელო, აჩვენებს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რეფორმების კუთხით უკუსვლას და პოლიტიზებულ ეკონომიკურ გარემოს. ეს არ არის კარგი საქართველოსთვის“, – აცხადებს ის. „ეს ნაბიჯი საქართველოს იურიდიულ პრობლემებსაც შეუქმნის. ამერიკული ინვესტორები ამას ჩაინიშნავენ, თუ ასეთუ დიდი პროექტის შეთხვევაში შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ, ეს აჩვენებს, რომ შესაძლოა უფრო მომცრო პროექტებსაც შეექმნათ საფრთხე“, – განუცხადა მან “ამერიკის ხმას”.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას სათავეში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ედგა. პროექტის განხორციელება გამოწვევის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც კონსორციუმის თანადამფუძნებელი მამუკა ხაძარაძეს წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა.

კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მისთვის რთული სათქმელია კონკრეტულად რა გახდა მათთვის კონტრაქტის შეჩერების საფუძველი.

„ჩვენ ამ გადაწვეტილებას ნამდვილად არ ვეთანხმებით, ეს არის უსაფუძვლო გადაწვეტილება. მიზეზებზე თუ რატომ გააკეთა ეს [საქართველოს მთავრობამ], ბევრი ვერსია არსებობს. თუმცა ჩვენ კონსორციუმმა აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ და კიდევ ვაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ხერხის გამოყენებას, რათა პროექტი გადავარჩინოთ, და მივიდეთ კონსენსუსამდე მთავრობასთან. ის გზა რაც მთავრობამ აარჩია, რა თქმა უნდა, ჩვენი გადმოსახედიდან პროექტის ინტერესებს არ ემსახურება“, – ამბობს ის.

ანაკლიის პორტის ინვესტიციების საერთო რაოდენობა, კონსორციუმის ინფორმაციით, 2.5 მილიარდია დოლარია. კონსორციუმის მიზანი აბრეშუმის გზაზე განთავსებულ ბაზრებზე გასვლაა. კონსორციუმში რამდენიმე კომპანია შედის. პროექტის ძირითადი პარტნიორი „თი-ბი-სი“ ჰოლდინგია.იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია. ეს ვნებს საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაციას, მის იმიჯს, როგორც ადგილის, საიდანაც რეგიონული ოპერაციები შეგიძლია განახორციელო, აჩვენებს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რეფორმების კუთხით უკუსვლას და პოლიტიზებულ ეკონომიკურ გარემოს. ეს არ არის კარგი საქართველოსთვის.პოლ სტრონსკი

ახვლედიანს იმედი აქვს, მთავრობასთან კომპრომისის მიღწევას შეძლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსორციუმი გეგმავს, ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს.

„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მას ანალოგი არ ყავს, და ის ნაბიჯები რასაც მთავრობა დგამს დამაზიანებელია, არა მარტო პროექტისთვის, არამედ ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის“. – ამბობს ის.

პორტის პროექტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი. ის ამბობს, რომ კონსორციუმს და პორტს, მის გარშემო განვითარებული მოვლენების მიღმა, სხვა ინფრასტრუქტურული, კომერციული და პოლიტიკური დაბრკოლებებიც აქვს. მისი თქმით ესაა ტვირთბრუნვა, რკინიგზა და კონკურენცია ფოთის პორტთან. თუმცა კორტნის თქმით ანაკლიის პორტს აქვს პოტენციალი იყოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და ცენტრალური აზიისათვის.

იქნება, ეს ფოთის პორტის გაფართოება თუ ანაკლიის პორტის აშენება, ეს ძალიან კარგია მთელი რეგიონისთვის: ჩინეთის საზღვრიდან დაწყებული შავ ზღვაზე საქართველოს საზღვრით დამთავრებული. სტრატეგიული და ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატებული პროექტი. თუმცა, ამას ჭირდება დიდი გადაწვეტილებების მიღება, რომელიც პროექტის კომერციული წარმატებისკენ უნდა იქნას გადადგმული და არა პოლიტიკური მიზნებისთვის“, – ამბობს უილიამ კორტნი.

კრიტიკის პასუხად ახვლედიანი ამბობს, რომ კონსორციუმს ანაკლიის პორტის კომერციული მხარე შესწავლილი აქვს.ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მიმართულება რუსული და ჩინური გეოპოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა და ამ პორტის ქონა, ამერიკელი ინვესტორებით, [ვაშინგტონისთვის] მნიშვნელოვანია.პოლ სტრონსკი

„ჩვენ კერძო ინვესტორები ვართ. პროექტის კომერციულობის ძალიან დეტალური შესწავლა გავაკეთეთ, პროექტში 75 მილიონის ინვესტიციას არ განვახორციელებდით კომერციულად მომგებიანი რომ არ იყოს. ჩვენ ამ პროექტთან მიმართებაში პოლიტიკური დატვირთვა არ გაგვაჩნია “, – ამბობს ის.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ პორტის კონტრაქტის ჩამორთმევის გარშემო საუბარი უკვე დიდი ხანია გრძელდება. გასული კვირის გადაწვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაბიჯი ოფიციალურად გადადგა. მოახერხებს თუ არა მთავრობა და კონსორციუმი პროექტზე შეთანხმებას, ამ დროისთვის უცნობია.

თუმცა, ვაშინგტონში, ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა და პოლიტიკურმა ნაბიჯებმა, საქართველოში ეკონომიკური გარემოს თავისუფლების შესახებ კითხვები გააჩინა.

წინა სტატია„ვითხოვ, რომ ორ კვირაში, რაც შეიძლება მალე დადგინდეს, ვინ აწარმოებდა პრემიერ-მინისტრის საუბრის ჩაწერას“- უკრაინის პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა
შემდეგი სტატია,,გადავწყვიტე მოგცეთ შანსი” – ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დააკმაყოფილა პრემიერმინისტრ გონჩარუკის მოთხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური