მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება'' ამტვრევს სარკეს, რომელიც მისთვის არასასურველ სურათს უჩვენებს

,,ქართული ოცნება” ამტვრევს სარკეს, რომელიც მისთვის არასასურველ სურათს უჩვენებს

Published on

სერიოზულად ამ კვლევის დეტალებზე არ შეიძლება საუბარი – აცხადებს ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე, – რამდენად სანდოა CRRC-ის გამოქვეყნებულ კვლევები განსაზღვროს საზოგადოებამ, როდესაც 15%-ს უწერდა ქართულ ოცნებას და მაშინ ქართული ოცნება იღებდა 49%-ს. ახლა უწერენ 20%-ს, ანუ ჩვენ ვიღებთ 49%-ზე გაცილებით მეტს, ეს გასაგებია – გნებავთ ხუმრობით, გნებავთ სერიოზულად მიიღეთ.

,,NDI-ის კვლევებზე მე იგივე პოზიცია მაქვს, რაზეც ადრე ვსაუბრობდი. მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა არავის არაფერი გამოუვა” – აცხადებს კახი კალაძე – ჩვენ კარგად ვხედავთ და სტატისტიკაც შეიძლება ამოვიღოთ და ვნახოთ, თუ როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2012 წლამდე და შემდეგ. შესაბამისად, მე ვფიქრობ რომ ანალიზის გაკეთება მარტივია.

ჩემ რეიტინგს რაც შეეხება, ვიმეორებ, კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება პირადად ჩემს მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ, ასე რომ, ძალიან კარგად გვაქვს ჩვენ [ქართულ ოცნებას] ეს ურთიერთობები ხალხთან, საზოგადოებასთან აწყობილი და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას.

,,ათეულ წელზე მეტია ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც NDI-ის ეგიდით მოქმედებს, საერთო სივრცეში აჟიოტაჟს ქმნის იმ კვლევების შედეგებით, რომელსაც იგი პერიოდულად გაუგებარი მიზნებით აქვეყნებს. არადემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც მათი კვლევა აჩვენებს, ასეთ ორგანიზაციას სულ ცოტა აუკრძალავდნენ საქმიანობას. გარდა ამისა, ამ კვლევის შედეგები მუდმივად აცდენილია ამ არჩევნების შედეგებთან, რაც მთავარი ინდიკატორია იმისა, რატომ ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ კვლევებს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის    საქმიანობის უარყოფითად შეფასებას გამოკითხულთა მიერ , ვოლსკის განცხადებით, „NDI-ის და „ნაციონალური მოძრაობის” შეტევის მთავარი მიზანი იყო, არის და დარჩება ბიძინა ივანიშვილი  “.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...