მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი შოთაძის ,,მეორედ მოსვლა'' მიუხედავად იმისა, რომ ,,მისი კარიერა, ინტელექტუალური შესაძლებლობები და...

ირაკლი შოთაძის ,,მეორედ მოსვლა” მიუხედავად იმისა, რომ ,,მისი კარიერა, ინტელექტუალური შესაძლებლობები და რეპუტაცია პროკურორის კი არა, ოპერმუშაკისასაც არ შეესაბამება”

Published on

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაზე წარედგინა

წარდგენა ფორმალურად მოხდა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიერ, თუმცა ყველასათვის ცხადია, რომ მის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წამოყენებას ბიძინა ივანიშვილის მორიგ ცინიზმად აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

,, შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველაფერი უკანონობის რესტავრაციას, რის გამოც საზოგადოებამ აიძულა შოთაძე გადამდგარიყო”

როგორც უგულავა აცხადებს, ივანიშვილისგან ეს გასაკვირი არაა, მას შემდეგ რაც მან საზოგადოება მოატყუა.

„როგორც ჩანს, შოთაძეს უპირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას. მერე ზაზა თავაძე, რომელიც ასევე ივანიშვილის მონა-მორჩილი გახლავთ, დარჩა იქ და შესაბამისად, შოთაძე დაუბრუნდა თავის წიაღს.

შოთაძის კარიერა, ინტელექტუალური შესაძლებლობები, რეპუტაცია პროკურორის კი არა, ოპერმუშაკისასაც არ შეესაბამება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის ცინიკურ დამოკიდებულებას და აბუჩად აგდებას საზოგადოების, მერე უკვირთ რატომ მიდის მათი რეიტინგები ქვევით“, – აცხადებს უგულავა.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...