მთავარისიახლეებიბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 17%-ს მოსწონს, მიხეილ სააკაშვილი კი 26%-ს - NDI კვლევა

ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 17%-ს მოსწონს, მიხეილ სააკაშვილი კი 26%-ს – NDI კვლევა

Published on

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 17%-ს მოსწონს, მიხეილ სააკაშვილი კი 26% -ს.

კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს დადებითად 17% აფასებს, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას კი გამოკითხულთა 49% გამოხატავს. 29% ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 1% აღნიშნავს, რომ მის შესახებ არ სმენია, 4% კითხვაზე – დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, ამბობს, რომ არ იცის.

კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა 26% დადებითად აფასებს, 39% მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, 29 %-ს მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, 1% ამბობს, რომ მის შესახებ არ სმენია. 4% კი კითხვაზე – დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, პასუხობს, რომ არ იცის.

კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...