მთავარისიახლეებიკონფლიქტებიასლან ბჟანია პოზიტიურ განცხადებებს აკეთებს, რას შეცვლის მისი მზაობა სოხუმსა და თბილისს...

ასლან ბჟანია პოზიტიურ განცხადებებს აკეთებს, რას შეცვლის მისი მზაობა სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგისთვის გალში მცხოვრები ქართველების ყოფაში

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი და „პრეზიდენტობის“ კანდიდატი ასლან ბჟანია, რომელიც 4-5 წლის განმავლობაში აფხაზეთში მთავარი პირი იქნება, სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობისა და შესაძლებლობის შესახებ. ალაპარაკდა. მან ეს პოზიცია „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში გახმოვანა, კერძოდ აღნიშნაა, რომ „სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დიალოგმა დადებითი შედეგი მოგვცეს და არ აქვს მნიშვნელობა ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული“.

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ასლან ბჟანიას ამ განაცხადს ეხმაურება და ამბობს, რომ დიალოგი არის პირველი აუცილებელი წინაპირობა, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს და აუცილებელია, რომ ჩვენი მხრიდანაც გარკვეული ინიციატივები იყოს გაჟღერებული

„ჩვენ ბოლო პერიოდში ამგვარი რამდენიმე განცხადება ვნახეთ. იგივე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბასი, იგივე ასლან ბჟანიასი, რომელიც დიდი ალბათობით დე ფაქტო პრეზიდენტი გახდება. საინტერესო იყო ბჟანიას ნათქვამში ის, რომ ისინი, ყველანაირი წინაპირობის გარეშე მზად არიან მოლაპარაკებებისთვის.

ამავე ინტერვიუში ბჟანიამ გალთან დაკავშირებით პირდაპირი პასუხები არ გასცა, მაგრამ აშკარაა, რომ გალთან მიმართებაშიც, დიდი ალბათობით, რაღაცები შეიცვლება. ინტერვიუში არსად არ ფიგურირებს სიტყვა რუსეთი და აფხაზეთის ნებისმიერი ხელისუფალი არც არაფერს არ იტყვის რუსეთზე ნეგატიურს ამ კონტექსტში“,-განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზებს საქართველოში მათი პერსპექტივა კარგად უნდა დაანახოს.

„კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ ქართველებთან უფრო მეტი დიალოგით მათ აფხაზეთში რუსეთის მზარდი ზეგავლენის დაბალანსება სურთ. ამ მიმართულებით საფიქრალია და საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა იფიქროს, თუმცა საარჩევნო წელია და ეჭვი მეპარება ხელისუფლებამ ამ საქმიანობისთვის მნიშვნელოვნად მოიცალოს. მაგრამ არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ამ ყველაფერზე ფიქრის გაძლიერება ძალუძთ და ამაზე უნდა იფიქრონ კიდეც.

ყველაფრის ქართულ-რუსულ კონტექსტში გადატანა შეცდომაა. აუცილებელია ცალ-ცალკე სოხუმთან და ცხინვალთან საუბარი იმიტომ, რომ დეოკუპაცია ვერანაირად ვერ განხორციელდება თუ აფხაზების და ოსების საქართველოსკენ შემობრუნება არ მოხდება. ეს არის პირველი აუცილებელი წინაპირობა, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს.

თუ ჩვენ საზოგადოებებს შორის ნდობა არ აღდგა, რუსეთი ამით მანიპულირებას განაგრძობს. დიახ, ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის ხიდებია ასაშენებელი და ნდობა არის გასაჩენი.იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ აფხაზეთში და ოსეთში რუსული ბაზები დღეს და ხვალ გაქრება, ამიტომ ვიდრე ამ მიმართულებით პროგრესი არ არის, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ნდობა აღდგეს იქ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველებთან მიმართებაში და კარგად დაინახონ რა განსხვავებაა, ქართველებსა და რუსებს შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის. საქართველოში მათი პერსპექტივა კარგად უნდა დაანახოს ქართულმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ“,-აღნიშნა გიორგი კანაშვილმა.

სიახლეები

ბაჩო ახალაია დააკავეს აპლიკაციების მეშვეობით კონტაქტისთვის, რომელთა შინაარსი გამოძიებამ არ იცის

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ადამიანის დაკავებისთვის აუცილებელი, მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების მოთხოვნები და...

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...