მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის შეზღუდვა და ნარკოპოლიტიკა - დიდი შავი ლაქა ბიძინა...

,,სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის შეზღუდვა და ნარკოპოლიტიკა – დიდი შავი ლაქა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე” – ოპოზიცია Human Rights Watch-ის ანგარიშის შესახებ

Published on

ოპოზიცია ეხმაურება Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშს , სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული. მათ შორის არის სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის თავისუფლება და ანტინარკოტიკული პოლიტიკა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ,, ეს ანგარიში არის დიდი შავი ლაქა ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე . ეს ანგარიში აისახება შემდგომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, სხვა ძალიან მნიშვნელოვან შეფასებებში და კიდევ ერთხელ ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე.”

ამ ძალიან გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უარყოფითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, რაც ისედაც ცნობილი იყო ჩვენთვის მაგრამ კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად ცუდად მოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟზე ის რასაც აკეთებს ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში. – ამბობს ევროპული საქართველოს” დეპუტატი სერგი კაპანაძე – ცალკე აღსანიშნავია, რომ HRW საუბრობს თუ როგორ მიმდინარეობდა შეტევა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მიმდინარეობდა შეტევა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, შემდეგ ტვ.პირველის წინააღმდეგ. ასევე ტვ.მთავარის დამფუძნებლის წინააღმდეგ. ასე რომ ეს ჯამში იწვევს მედია პლურალიზმის გაუარესებას.”“

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...