მთავარისიახლეებიპოლიტიკაპირს, რომელმაც ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელმაც ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა

Published on

ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული ამბობს, რომ მან ოხანაშვილს გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე უწოდა და ამის გამო დააკავეს.

“ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… მივმართე და ვუწოდე ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში და დამაკავეს და მომისაჯეს სამ დღიანი პატიმრობა. არ ვიცი რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხართქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს,” – ამბობს რობაქიძე მთავარ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ბაკურიანში “ქართული ოცნების” დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც როაქიძემ მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

33 წლის ვახტანგ რობაქიძე, რომელიც ბაკურიანში ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული, 2012-2017 წლებში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო.

რა ურთიერთობა ჰქონდა მას ანრი ოხანაშვილთან უცნობია, სავარაუდოდ ისინი წარსულში იცნობდნენ ერთმანეთს.

რობაქიძე 2019 წლის ზესტაფონის მერის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, სადაც 5.2% აიღო. დღეს მამუკა აზარაშვილმა დაადასტურა,რომ რობაქიძე ,,ლელოს” წევრია და გადაჭრით დაგმო ძლადობის ნებისმიერი ფაქტი

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...