მთავარისიახლეებიპოლიტიკაპლახატნიუკი აშშ - მ შავ სიაში შეიყვანა - გაიზიარებს თუ არა...

პლახატნიუკი აშშ – მ შავ სიაში შეიყვანა – გაიზიარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მოლდოველი ოლიგარქის ბედს

Published on

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს მოლდოველი ოლიგარქის ბედს უწინასწარმეტყველებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით “ქართული ოცნების” თავმჯდომარისთვის პლახატნიუკის პრეცენდენტი ძალიან ახლოსაა.
“პლახატნიუკიც ისეთივე არაფორმალური მმართველი იყო, როგორც ბიძინა ივანიშვილია. ისიც თითქომს მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე იყო და მეტი არაფერი და არავითარი თანამდებობა ეკავა მოლდოვაში. ის და მისი კლანი კორუფციაში იყვნენ ჩართულნი. სწორედ მისი კლანი მართავდა ქვეყანას. დააკნინა სასამართლო, დააკნინა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი. მიიტაცა ყველანაირი სახელმწიფო ინსტიტუტი, ამიტომ მე პრაქტიკულად ერთი-ერთში ვხედავ იმ რეალობას რაც საქართველოშია ახლა და იყო მოლდოვაში, როცა პლახატნიუკი მართავდა პროცესებს. მე ბიძინა ივანიშვილის ადგილზე ძალიან კარგად დავფიქრდებოდი”- აცხადებს დეკანოიძე.


“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას თქმით, პლახატნიუკი პირადად მაიკლ პომპეუმ შეიყვანა შავ სიაში.”ამით ამერიკამ მთელ მსოფლიოს დაანახა ორი რამ – მოლდოვას გზა თავისუფალი სამყაროსკენ არის დაფასებული, რადგან შემხვედრი ნაბიჯებია. მეორე: შეერთებული შტატებს ამ მეთოდის გამოყენება მიაჩნია ეფექტურად მსგავსი ოლიგარქების მიმართ. თუ ვინმე, თავისი მოქმედებების ალგორითმით შეიძლება მოვისაზროთ მსგავს გზაზე მიმავალი, ასეთი კაცი არის მხოლოდ ივანიშვილი”- თქვა უგულავამ.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...