მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა უკანონო კონსტრუქციების დამონტაჟება დაიწყეს.

საოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა უკანონო კონსტრუქციების დამონტაჟება დაიწყეს.

Published on

საოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა უკანონო კონსტრუქციების დამონტაჟება დაიწყეს. ჩორჩანის მიმდებარედ რუსი სამხედროების მიერ ახალი კონსტრუქციების მონტაჟის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დავით ქაცარავამ გაავრცელა.

,,წაღვლი-ჩორჩანის ტყე.საბადურის ტყის შემდეგ ალბათ უკვე ყველაზე ცნობილი ტყე საქართველოში – წერს იგი თავის პირად ფეისბუქგვერდზე – ეს ტყე არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მაგრამ 2019 წლის 30 აგვისტოდან დღემდე გრძელდება მისი ოკუპაცია.პროცესი ყოველდღიურია.


ატოცი, კოდა, ჭვრინისი, აბანო,წაღვლი, ჩორჩანა, ეს ის სოფლებია, რომლებიც უშუალო სიახლოვეშია დიდწილად უკვე ოკუპირებულ წაღვლი-ჩორჩანის ტყესთან. ეს ის სოფლებია, რომლებიც კოლაბორაციონისტმა მთავრობამ დაგვიკეტა როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობას “ძალა ერთობაშია”, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს.
ეს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ამ შემთხვევაში ავტომატურად ნიშნავს რუსებისთვის ჩვენი მიწების მიტაცებას კომფორტულ გარემოში.


ჩვენ დავაფიქსირეთ წაღვლი – ჩორჩანის ტყეში უკვე ღობეების დამონტაჟების მიმდინარე პროცესი და ეხლა იძახეთ ხელისუფლების წარმომადგენლებო რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება, რომ რუსები გაჩერებულები არიან და ჩვენ ტყუილად განგაშს ვტეხავთ.
ხო, შეგახსენებთ, რომ რუსები მიიწევენ ზუსტად იმ მიმართულებით, რომლითაც მოაქცევენ ქართულ საგუშაგოებს ახალი საოკუპაციო ხაზის შიგნით.


სავარაუდოდ, ეს მოხდება გაზაფხულზე, მანამდე კი უკვე მიტაცებულ ტერიტორიებს შეღობავენ. ჩვენი ხელისუფლება კი კვლავ შეეცდება ჩვენ განეიტრალებას” – წერსდავით ქაცარავა.

მავთულხლართების დამონტაჟების ფაქტს ფატს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

სუს-ში განმარტავენ, რომ ეს მოქმედება განიხილება უკანონო ე.წ ბორდერიზაციის კონტექსტში და არის იმ უკანონო აქტივობების ნაწილი, რასაც “საოკუპაციო ძალები 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე.”

“ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები, მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირად კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...