მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

Published on

რაულ ხაჯიმბამ უფლებამოსილების შეჩერების შესახებ დოკუმენტი ე.წ. პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

ხაჯიმბას გადაწყვეტილებამდე სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი იმყოფებოდა. ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადება ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ ოპოზიციის წარმომადგენლებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ წაუკითხა, რის შემდეგაც მომიტინგეებმა ტერიტორია დატოვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 9 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...