გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების მიზეზად შეიძლება ირანული ფულის გათეთრების საქმე იქცეს -ამერიკელი ანალიტიკოსი გახარიას ირანულ კავშირებზე ღიად საუბრობს

0
544

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოსტის დატოვების შესაძლო მიზეზად ირანული ფულის გათეთრების საქმე სახელდება. გახარიას ირანულ კავშირებზე ამერიკელი ანალიტიკოსი ღიად საუბრობს.

ქრისტინა პიშოუს თქმით, იმ დროს, როდესაც გახარია ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, საქართველოში ირანული ინვესტიციები საგრძნობლად გაიზარდა.

„ფორმულასთან“ საუბრისას პიშოუ აცხადებს, რომ საინტერესო და საეჭვო იყო, რომ როდესაც გახარია ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს, ირანიდან ინვესტიცია 600%-მდე გაიზარდა.

„ვიცი მინისტრ გახარიას ურთიერთობების შესახებ რუსეთთან. როგორც იცით, რუსეთი და ირანი თანამშრომლობენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სირიასთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის წინააღმდეგ. შემდეგ საინტერესო და საეჭვო ის იყო, როდესაც გახარია ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს, ირანიდან ინვესტიცია გაიზარდა 600%-მდე. ეს შეიძლება, კანონიერი ყოფილიყო თუმცა, „WALL STREET JOURNAL-მა“ და შეერთებული შტატების ხაზინამ ისიც დაადგინა, სხვა კორესპოდენტებმაც, რომ საქართველოში 150-ზე მეტი საფარქვეშ მომუშავე კომპანია გამოიყენა საქართველოში ირანის რევოლუციის გუშაგთა არმიამ, რომელსაც ჩვენ ტერორირსტულ ორგანიზაციად ვთვლით. ამ კომპანიებს ისინი ირანული ფულის გასათეთრებლად იყენებენ სანქციებს რომ თავი აარიდონ. ეს არ ადასტურებს იმას, რა ურთიერთობა აქვს გახარიას ირანთან. ჩემთვის ამან უბრალოდ კითხვები გამოიწვია იმ ამბის გამო, რომელიც გსმენიათ – ბოლო პერიოდში, გახარიას ბრძანებით, ამერიკის ოქროს მოწმეც დააკავეს“, – აცხადებს პიშოუ.

წინა სტატიაფოთში ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა
შემდეგი სტატიახვალ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ჰერალდიკის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოფინონ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური