მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს- ამირან გამყრელიძე

ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს- ამირან გამყრელიძე

Published on

სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობის მედიკამენტი. ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აუდიტის სამსახურის ანგარიშის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

გამყრელიძის განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების მედიკამენტი, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი.

„იქ ჩამოიწერა, როგორც მე ინფორმაცია მაქვს დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-დან 1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. 16 ათასი ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი და არ მოდის და მკურნალობაში არ ერთვება, იმ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს მკურნალობაში ჩაერთოს, მისთვის მარაგი ხომ უნდა გვქონდეს. თქვენ ვერასდროს ვერ იანგარიშებთ ერთი ერთზე, ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს. არ არის ეს ნახევარი მილიარდი ღირებულების, ეს არის 2000 კოლოფი, რომელიც არის სულ 2 თვის სამკურნალო დღევანდელი მიმდინარეობით დოზა წამლის, რომლის დღევანდელი ღირებულება არის რამოდენიმე ასეულჯერ ნაკლები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...