მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდი-ყულიშკარის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო მიკროავტობუსი ამობრუნდა

ზუგდიდი-ყულიშკარის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო მიკროავტობუსი ამობრუნდა [Video]

Published on

4 ადამიანი დაშავდა ავარიის შედეგად სოფელ ყულიშკარში.ზუგდიდიდან ყულიშკარის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო მიკროავტობუსი ამობრუნდა და გაზის მილს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ავარიის მიზეზი თვითმხილველების თქმით, დაშვებული საბურავი გახდა. „საბურავი დაშვებული ჰქონდა. ნელა მოძრაობდა, თორემ შეიძელბოდა სავავალო შედეგი დამდგარიყო. საფრთხე იყო რომ განათების ბოძს დაჯახებოდა“, -ყვებიან თვითმხილველები. საავადლმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით,მძიმეა შუახნის ქალის მდგომარეობა, რომელსაც ამ წუთებში საოპერაციოდ ამზადებენ,ხოლო დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამარშრუტო ტაქსიში სულ 18 მგზავრი იმყოფებოდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...