თეირანთან მომხდარ ავიაკატასტროფას ფერეიდნელი ქართველი გოგონა პუნე გურჯი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ

0
932

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეირანთან უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შორის არის ახალდაქორწინებული წყვილი – ირანული წარმოშობის კანადის მოქალაქე არაშ პურზარაბი და მისის მეუღლე პუნე გურჯი, რომელიც, სავარაუდოდ, ფერეიდნელი ქართველია.

ახალგაზრდებს ქორწილი გასულ პარასკევს ჰქონდათ. არაშ პურზარაბი მსოფლიო კომპიუტერული ოლიმპიადის ჩემპიონია, ალბერტის უნივერსიტეტის წარმომადგენელი. პუნე გურჯიც კანადის მოქალაქეა. წყვილი სამშობლოში ქორწინების აღსანიშნავად იყო ჩასული და მეორე სამშობლოში, კანადაში ბრუნდებოდა

წინა სტატიაბოტანიკური ბაღის ნავებში წყალმა გაჟონა
შემდეგი სტატიაჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია – ჩვენ მათი გამოყენება არ გვსურს, მაგრამ ირანმა ბირთვულ ამბიციებზე უარი უნდა თქვას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური