წყალტუბოში ხანძარს ორი დევნილის სიცოცხლე ემსხვერპლა

0
464

წყალტუბოში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი გაჩნდა შუაღამისას, რუსთაველის ქუჩაზე,  ყოფილი სანატორიუმის შენობაში ,,მეგობრობა” , სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ. გარდაცვლილია ორი 65 წლამდე ასაკის ქალი.

როგორც კი ხანძარი შენიშნეს ,ადგილობრივებმა გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიას დაღუპულთა ახლობლები ხელისუფლების უყურადღებობით ხსნიან. მათი განცხადებით, შენობა რომელშიც ორი ქალი დაიწვა, ამორტიზებულია და სამინისტრო ადამიანების დასახმარებლად არაფერს აკეთებს. აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს, გადასახადის გადაუხდელობის გამო ელექტრო ენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდათ და აალება გამოიწვია სანთელმა, რომელსაც ისინი იყენებდნენ.

ადგილობრივები ამის გამო დღეს დასახლებაში მისულ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელსაც დაუპირისპირდნენ.

თავისუფალი საქართველოს“ წევრის გოგი წულაიას განცხადებით, შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან 2 მოხუცს ელექტროენერგია ჩაუჭრეს. ამ პირობებში მცხოვრებს, ორ მოხუც ქალბატონს დენს რომ ჩაუჭრი, რომელთაც ამ ქვეყნის წინაშე რაღაც ვალი მოხდილი აქვს და უჭრის ის ადამიანი, რომელსაც ერთი ხეც არ გაუხარებია – ახალგაზრდა ცივსისხლიანი “შპინგალეტები“ და აი, შედეგიც. არ ჰქონდათ სინათლე, დაანთეს სანთელი და დაიწვა ორი ადამიანი“, – ამბობს გოგი წულაია. – „ამ პირობებში მცხოვრებს, ორ მოხუც ქალბატონს დენს რომ ჩაუჭრი, რომელთაც ამ ქვეყნის წინაშე რაღაც ვალი მოხდილი აქვს და უჭრის ის ადამიანი, რომელსაც ერთი ხეც არ გაუხარებია – ახალგაზრდა ცივსისხლიანი “შპინგალეტები“ და აი, შედეგიც. არ ჰქონდათ სინათლე, დაანთეს სანთელი და დაიწვა ორი ადამიანი“

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს წარმომადგენლის გიორგი ქორიძის თქმით, შენობა საცხოვრებლად საშიში იყო.

„სანთელის ან რაღაცის წვის შედეგად არის, სავარაუდოდ, ხანძარი გაჩენილი. აღნიშნულ შენობაზე სამი ექსპერტიზაა როგორც მახსოვს გაკეთებული. ორ შემთხვევაში არ ეწერა პირდაპირ, რომ ავარიული იყო შენობა. იძულებული გავხდით მესამე ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა, სადაც დაიდო დასკვნა, რომ შენობა არის ავარიული და აქ ცხოვრება არ შეიძლება“, – განაცხადა ქორიძემ.

მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

წინა სტატიამოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა 24 წლის მურად წურწუმიას ოჯახის მხარდასაჭერად აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაირანში ბირთვულ სადგურთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური